კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ სიტუაცია გასაგებად ახსნილი არ იქნება სანდრო რაქვიაშვილი ხოშტარიაზე

ნახვები: 441 მას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ სიტუაცია გასაგებად ახსნილი არ იქნება სანდრო რაქვიაშვილი ხოშტარიაზე

მგონი, ხოშტარიას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ სიტუაცია არ იქნება გასაგებად ახსნილი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ უყვარს, როდესაც მთავრობა და სახელმწიფო უწყებები ვიღაცის ფინანსებში ერევიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარგი იქნება გამჭვირვალობა.

„არ მიყვარს, როცა მთავრობა და სახელმწიფო უწყებები ვიღაცის ფინანსებში ერევიან, მაგრამ გამჭვირვალობა ძალიან კარგია. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება, კარგია. ცხადია, ელენე ხოშტრიას პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია, ეთიკურ პრობლემას აჩენს და არც მისი ახსნა იყო დამაჯერებელი. ჩემი აზრით, საერთოდ დამაჯერებელი არ იყო. თუ ხოშტარიას უნდა, ეს პრობლემა მოიხსნას, გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ ვერ ვაიძულებთ. არ მგონია, მან უნდა დამალოს რაღაც სახის ტრანზაქციები და ბოლომდე არ მოყვეს ისტორია, სად, რა ხდებოდა, მაგრამ ამაში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს და გამოძიება არ უნდა დაიწყოს. როცა ასეთ პოზიციას იკავებ, ეთიკური პრობლემა გაქვს და ეს პოლიტიკურად უნდა ისჯებოდეს, ანუ, ამომრჩევლის მხრიდან. მგონი, ხოშტარიას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ ეს სიტუაცია არ იქნება გასაგებად ახსნილი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა