კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ელენე ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა არაზნეობრივია-რომან გოცირიძე

ნახვები: 462 ელენე ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა არაზნეობრივია-რომან გოცირიძე

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია ამორალურია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„საქართველოს ნებისმიერ ბარსა და რესტორანში „ქართული ოცნებისთვის“ საყვარელი მომღერალი კობზონის სიმღერა რომ შესრულდეს, საავტორო უფლებებით ფული კობზონს მიუვა იქ, ორი ინვოისი გამოიწერება – ჯოჯოხეთში, სადაც კობზონია და მეორე მისი მემკვიდრეებისთვის. ნებისმიერი სიმღერა ან დადგმა ამერიკაში იქნება თუ რუსეთში, საერთაშორისო კანონით, თანხები საავტორო უფლების პატრონებთან მიდის. ფული რუსეთიდან შემოვა თუ სხვა ქვეყნიდან, სადაც ეს სპექტაკლები დაიდგა, ეს სამართლებრივად და მორალურად სწორია. საქართველოდან გაზმანოვს ლარები მისდის, ეს სამწუხაროა, მაგრამ არის ნორმა. ხოშტარიას ოჯახის შემოსავლის გამო მასზე თავდასხმა და დამუნათება არის როგორც არასამართლებრივი, ასევე არაზნეობრივი. ბოლშევიკები იქცეონდნენ ასე, შვილი მამას საქციელზე პასუხს აგებდა. ოჯახის წევრის არც ერთ ქმედებაზე შვილი პასუხს არ აგებს, მით უმეტეს, აქ არასამართლებრივი არაფერია. ეს არის ბოლშევიკური მორალის გაცოცხლება „ქართული ოცნების“ მიერ“,- განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა