კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით უსუფაშვილი - თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა!

ნახვები: 380 დავით უსუფაშვილი - თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა!

თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა! - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ყველა აქციის მომსწრეა, რაც 80-იანი წლებიდან მოყოლებული რუსთაველის გამზირზე ჩატარებულა, მაგრამ გუშინდელ აქცია სრულიად განსხვავებული იყო.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გუშინ ნახა არა მხოლოდ აღტკინებული, არამედ დაღვინებული მოქალაქეები, ქვეყნის თანამფლობელები და ქვეყანაზე თანაპასუხისმგებლობის განცდის მქონენი.

„გუშინ საქართველოს მომავალი ვნახეთ, რადგან ქუჩაში იყო გამოსული არა მხოლოდ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, არამედ საქართველოს ევროპული სტანდარტის მოქალაქეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი საღამო დავდიოდი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე და დავინახე მტკიცე და პრინციპული განწყობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანას თავად უნდა ვუპატრონოთ და გზაზე უნდა დავაყენოთ. ვინ შეისმენს ამ გზავნილს და ვინ - არა, ხალხს შეუძლია ის, რაც გუშინ გააკეთა. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გავიაზროთ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი. ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლისგან თავს იკავებს, მაგრამ მათ მივმართავ: გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან! ევროპაში ერთად გველოდებიან, ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს. ამიტომ გვეუბნებიან, ერთად გააკეთეთ რაც გასაკეთებელიო. ესაა მთავარი გზავნილი, დანარჩენი ვინ ვის შეხვდება და სად რა პროტესტი იქნება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დეტალები. მთავარია, ხალხის და ევროპის გზავნილი გავიგოთ. შანსს ვიტოვებთ, რომ იქნებ 24 ივნისს შევძლოთ, რომ სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ცხადია, მაშინ სხვა ამოცანები იქნება. მგონი, ორ-სამ დღეში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გეზს და რა გზას ვირჩევთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა