კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ვერასდროს გახდება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების სამიზნე-რატი იონათამიშვილი

ნახვები: 544 საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ვერასდროს გახდება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების სამიზნე-რატი იონათამიშვილი

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ვერასდროს გახდება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების სამიზნე, მაგრამ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით გუშინ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი სრული შემადგენლობით უერთდებოდა აქციას.

„პარალიმპიური კომიტეტი შედგება სპორტსმენებისგან, ექიმებისგან, დამხმარე ასისტენტებისგან, ადმინისტრაციისგან და როცა არც ერთი მათგანი მსგავს განცხადებას არ აკეთებს და მაინც ასეთი ფეიკნიუსის ტირაჟირება ხდება, ეს უბრალოდ შეცდომაა თუ მიზანმიმართული ტყუილი, ამას ჩვენი საზოგადოება გასცემს პასუხს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს თავის წილ პასუხისმგებლობას პოლარიზაციის შესამცირებლად, ამ დროს კი მავანნი პოლარიზაციის გამძაფრებას ცდილობენ ისეთ წმინდა სფეროში, როგორიცაა პარალიმპიური მოძრაობა და შშმ პირთა სპორტი.

„ჩვენ პარასპორტსმენებზე მეტი ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის ძალიან ბევრს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, მათ შორის ამ დარბაზში მსხდომების ჩათვლით. ამ ადამიანების სახელით საუბრის უფლება არავისაქვს და მათ აქვთ იმის უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზონ და ამას წარმატებით ართმევენ თავს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი იყო ერთ-ერთი სპონსორი და ინიციატორი, როდესაც ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში რუსეთის და ბელორუსის პარალიმპიური დელეგაციების დისკვალიფიკაცია მოხდა.

მისივე თქმით, 14-16 ივნისს, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინაში მცხოვრებ შშმ ადამიანებს, ვისი უფლებრივი მდგომარეობაც რადიკალურად გაუარესდა რუსული აგრესიის შემდეგ.

„საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ვერასდროს გახდება ვინმეს პოლიტიკური ინტერესების სამიზნე, მაგრამ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა