კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნედ პრაისი - მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპასთან შემდგომ ინტეგრაციას

ნახვები: 489 ნედ პრაისი - მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპასთან შემდგომ ინტეგრაციას

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრაისმა აღნიშნა, აშშ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების მხრივ.

„ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა