კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მკვლელმა სისტემამ-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 496 სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მკვლელმა სისტემამ-ირაკლი ღარიბაშვილი

სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მანიაკალურმა, მკვლელმა სისტემამ, ათასობით საქმე იყო გაგზავნილი სტრასბურგში, ადამიანს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები იყო გარდამტეხი ცვლილება.

„პირველმა ოქტომბერმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ხალხმა ამოისუნთქა. პირველ ოქტომბრამდე თავისუფალი მედია არ არსებობდა, აქ დაკანონებული იყო დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ერთი მანიაკი ადამიანის და მისი დანაშაულებრივი გუნდის, რომლებიც ყოველდღე ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს. რა ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან ეს ადამიანები, როგორ ბედავთ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს. სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მანიაკალურმა, მკვლელმა, მჩაგვრელმა სისტემამ. ციხეში ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ცოცხებით, ხელკეტებით, ადამიანებს არანაირი დაცულობის განცდა არ ჰქონდა. ათასობით საქმე იყო გაგზავნილი სტრასბურგში. სულ რაღაცა რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ სტატისტიკა, ისტორიულ მინიმუმზეა დასული იმ შემთხვევების რაოდენობა, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში. 132 შემთხვევაა გაგზავნილი, მათ დროს იყო ხუთი ათასი. ადამიანს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა