კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიდერლანდების პრემიერი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, გახდეს კანდიდატი

ნახვები: 480 ნიდერლანდების პრემიერი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, გახდეს კანდიდატი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, აბსოლუტურად. ჩვენ ვეთანხმებით კომისიას, ეს არის ნათელი ევროპული პერსპექტივა მოლდოვასთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

ამასთან, მარკ რუტე ამბობს, რომ ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ეხმარება მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ამბიციები ნათლად არის აღნიშნული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ვეხმარებით მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ დღეს არა? იმიტომ, რომ კომიისის დასკვნა არის მკაფიო და ვეყრდნობით, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს მეტი პროგრესი, საკმარისი, რომ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კანდიდატი. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. დღეს ქართველი რომ ვიყო, იმედი მაქვს, ხალხი ხედავს ევროკავშირისგან მკაფიო ვალდებულებას, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული ამბიცია, მაგრამ ასევე ვეუბნებით საქართველოს – მოდი, ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა