კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლსკი: " თუკი მელია ამ შემადგენლობაში რჩება, ნიშნავს, რომ ისიც პოტენციური დამნაშავეა და განმახორციელებელი იმ დანაშაულების, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა"

ნახვები: 403 ვოლსკი: " თუკი მელია ამ შემადგენლობაში რჩება, ნიშნავს, რომ ისიც პოტენციური დამნაშავეა და განმახორციელებელი იმ დანაშაულების, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა"

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიამ ციხის შიში გააქრო.

"ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ აღარ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო და რომლის აქტიური ნაწილი იყო მელიაც და ბევრი პოლიტიკოსიც.

ნიკა მელიას შეეძლო გარკვეული წარმატება ჰქონოდა, რომ გამიჯვნოდა სადისტურ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი დღემდე განაგებს. თუკი მელია ამ შემადგენლობაში რჩება, ნიშნავს, რომ ისიც პოტენციური დამნაშავეა და განმახორციელებელი იმ დანაშაულების, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, იმიტომ, რომ ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო.

„შიში რეპრესიების და ზეწოლების, რაც ამდენი წელი არსებობდა. როდესაც ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, სხვები ვალდებულები არიან მიჰყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელს ჩვენს ხალხს",- განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა