კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დეპოლარიზაციის შესახებ პრემიერის განცხადება სადღეგრძელოა, რომელიც ასე დარჩება-იაგო ხვიჩია

ნახვები: 637 დეპოლარიზაციის შესახებ პრემიერის განცხადება სადღეგრძელოა, რომელიც ასე დარჩება-იაგო ხვიჩია

პრემიერ-მინისტრის განცხადება სადღეგრძელოა დეპოლარიზაციის შესახებ. ეს ასე დარჩება, ვიდრე კონკრეტულად არ გავიგებთ, ვინ, რას გულისხმობს ამ სიტყვაში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა საქმიანად მოქმედება.

„მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ პოლარიზაციის მთავარი წყარო აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5-პროცენტიანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. სიტყვით რასაც ლაპარაკობენ, არ მჯერა, რომ „ნაცები“ და „ქოცები“ ერთმანეთის ლანძღვას მოუკლებენ. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო, შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და მისი მეტად გაკეთილშობილება უნდა მოხდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა