თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას-ირაკლი ჩიქოვანი

ნახვები: 579 ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას-ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილდეს, შესრულდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული პირობები,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი მიმართვაში გამოეხმაურა განცხადებებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის დროს ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსების, მშვიდობისათვის.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო იყო და რჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების მხრივ.

„ჩვენ გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მიუღებელია ის განცხადება, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპისათვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება, იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათლად ჩამოაყალიბა ჩვენი სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს გულმოდგინე მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკმაყოფილდეს, შესრულდეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული პირობები. მსურს გავიმეორო, რომ საქართველო იყო და რჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების მხრივ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა