თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„უპასუხისმგებლო,“ - ნიკა გვარამიას პასუხი თეა წულუკიანს გელათის ფრესკებზე

ნახვები: 436 „უპასუხისმგებლო,“ - ნიკა გვარამიას პასუხი თეა წულუკიანს გელათის ფრესკებზე

„ქალბატონი წულუკიანი კვლავ "მოწოდების სიმაღლეზეა" და პოლიტიკურად მოტივირებული და შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების შემზარავ დანაშაულს, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის განადგურების პირას მიყვანა ქვია," - აცხადებს „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გავრამია.

ამასთან, გვარამია წულუკიანს „კულტურის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრს" უწოდებს და სოციალურ ქსელში პასუხს შცემს:

„1. გელათის დამცინავი პოსტი არასდროს დამიდია. პირიქით, ძალიან განვიცდი გელათის მდგომარეობას და არ მგონია, საღლიცინო თემა იყოს, რა განწყობაც ჩემ სტატუსებში კი არა, თავად წულუკიანის ბრიფინგში იკვეთებოდა. არც სიტყვა "სკოჩი" მიხსენებია და არც რამე მიმტკიცებია. ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ და ხდება - საქართელოს მთავარი კულტურულ-რელიგიური და ისტორიული ძეგლის კარს მომდგარი კატასტროფა

2. ის, რომ წებოვანი ლენტი გაუგებრობას წარმოშობს, მისივე უწყების - ძეგლთა დაცვის სამსახურის ბრალია, რომელსაც თავისი განმარტებით უნდა ამოეწურა ეს გაუგებრობა. რაციონალური და კომპეტენტური განმარტებები ვერ ჩანაცვლდება წულუკიანის "სიტყვაკაზმული" ბრიფინგით და მისი მითითებებით ანონიმ ექსპერტებზე, რომლებიც თურმე "ნაწყენი და გაბრაზებული" არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა ძეგლთა დაცვის სამსახურისადმი, საერთოდ არანაირი განმარტება არ მიგვიღია.

3. და ბოლოს, სრულიად უკონტექსტო, კომიკური და მოგონილი ბრალდება ჩემს მიმართ, თითქოს მთავრობაში ყოფნის დროს, ფეისბუკით არ გამოვეხმაურე რაღაც ნახატების და მუზეუმების თემას. განვუმარტავ ქალბატონ წულუკიანს, რომ 2010 წელს არც ერთი თანამდებობა არ მეკავა, მეტიც, საერთოდ არ ვიმყოფებოდი საქართველოში, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი აშშ-ში. ამას გარდა, საერთოდ, ან რა ნახატებზე ან რა მუზეუმზე საუბრობს ქალბატონი წულუკიანი, ისიც კი არ მესმის. რაც შეეხება ფეისბუკზე გამოხმაურებებს, რაღაც არ მახსოვს, მთავრობაში ყოფნის დროს, თავად წულუკიანი გამოხმაურებოდა გელათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. არა და, როგორც თვითონ დღეს განაცხადა, 2008 წლიდან 2020 წლამდე, დანაშაულებრივი ექსპერიმენტები ტარდებოდა თურმე გელათზე. ამ წლებში კი, 2012დან 2020მდე, სწორედ ქალბატონი წულუკიანი იყო მთავრობაში და არა - მე."

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა