კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია

ნახვები: 546 ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში მიიწვია სახელმწიფო ვიზიტით. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ჯონსონმა გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ჯონსონის თქმით, მისთვის დიდი პატივი იქნება, მიიღოს უკრაინის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი შეძლებს ომით განადგურებული თავისი ქვეყნის გარკვეული დროით დატოვებას.

„ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასწია აბსოლუტურად შესანიშნავია სამუშაო, უხელმძღვანელა რა თავის ქვეყანას და ლიდერობა გაუწია გლობალურ რწმენას ამ საშინელ დროს“, – განაცხადა ჯონსონმა.

„ბიბისის“ ცნობით, მანამდე გამოცემა Sunday Times იტყობინებოდა, რომ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავს, სრული პროგრამით, მათ შორის დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრასაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა