სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

კახა კალაძემ საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

ნახვები: 620 კახა კალაძემ საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახლად რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ვანდალიზმის მოხშირებული ფაქტები, რადგან ბოლო წლებში თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია. ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება, კეთდება ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრებლებისთვის. თუ ჩვენ საპარკე ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ ვანდალიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მსგავსი შემთხვევების დროს გულგრილი არ იყვნენ.

„მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, გულისხმიერება გამოიჩინონ. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რადგან ხშირ შემთხვევაში ვანდალიზმს სჩადიან არასრულწლოვანები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა. არის შემთხვევები, რომ ამ ყველაფერს უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს ძალიან ცუდია. ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს, რადგან ეს თქვენი ფულით კეთდება, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, განახლებული და მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ყველას მოგწონთ. ამას შენარჩუნება და მოვლა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვანდალიზმის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას მედიასაშუალებებს მიაწვდიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა