ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა მობილიზაციის შესახებ კანონს
აქციაზე დაკავებული პირების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
ანალენა ბერბოკი ევროკავშირს ირანის მიერ წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით სანქციების მიღებისკენ მოუწოდებს
მამუკა მდინარაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი აწყობს მხოლოდ საქართველოს
მამუკა მდინარაძე - არც ერთი აკრძალვა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის
საფრანგეთის ელჩი - საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და სხვა მეგობრები ვეუბნებით, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს
თიბისი დაზღვევა X ენთები - სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის
Russian army loses 920 more soldiers in Ukraine over past day

სახელმწიფოს სჭირდება იდეა და მერე სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცები

06.28.2022 | 11:59 ნახვები: 454

90-იანი წლების შუა პერიოდიდან საქართველოში ნელ-ნელა დაიკარგა აზრის არსი - შინაარსი და ფორმა განვაცალკევეთ. უპირატესობა მიენიჭა ფორმას. 

ფორმას ნებისმიერ სფეროში და მათ შორის პოლიტიკაში, ხელოვნებაში, დიალოგსა და დებატებშიც კი აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგრამ შინაარსის გარეშე იგი დაცლილია სულიერებისგან - კვდება მალე.

ანუ უფრო უკეთ რომ ვთქვა, უსაძირკვლო სახლში დავიწყეთ ცხოვრება. ამ ტენდენციამ განსაკუთრებული ფასი დაიდო 2003 წლის შემდეგ. ბევრი მიფიქრია ამაზე - რატომ? 

რატომ გამოვაცალეთ საძირკველი სახლს? ერთმნიშვნელოვანი პასუხი ახლაც არ მაქვს - ალბათ შეგვეშინდა და თან დავიღალეთ. დავიღალეთ ცხოვრების რთული შინაარსით, რისთვისაც საბჭოთა ადამიანი მზად არ აღმოჩნდა და შეგვეშინდა პასუხისმგებლობის. ქვეცნობიერისთვის ხომ ნაცნობი იყო - დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობაა. დავიღალეთ და გვეშინოდა ომის - რომელშიც ყველა ვმონაწილეობდით ზოგი ერთ, ზოგი მეორე მხარეს და ზოგიც მაყურებლად. 

სწორედ ამიტომ მივანიჭეთ უპირატესობა ფორმას - რომლის შინაარსის გააზრება არც კი გვინდოდა. ფორმა იყონაციონალური მოძრაობისმმართველობა და ფორმააქართული ოცნებისზეობაც. 

ერთ შემთხვევაში ფორმის მიღმა რომ გაგვეაზრებინა რაც ხდებოდა და გვქონოდა ადეკვატური რეაქცია - იმ ყველაფერს, რა პრეტენზიებიც დღეს არსებობს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ აღარ დავაშვებინებდით მათ. 

შემდეგ ახალი ფორმა ავირჩიეთ - „მაცხოვრე მაცხონესი“... ყველაზე მეტად და უკეთ აქ ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი და მისი რაობა, რომლის ამოძირკვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 

ოცნებისზეობისასაც ფორმას ვანიჭებთ უპირატესობას, გნებავთ მისი მაქებრები და გნებავთ მძაგებლები. 

შინაარსი? ვინ ფიქრობს შინაარსზე? მოდური არ არის. 

თქვენ გინახავთ, პარლამენტისკურილკა“ -Smoking room? არა, თორემ დღეების განმავლობაში არ იმსჯელებდით იმათზე და იმაზე - ვინ, ვის რა და როგორ აკადრა. ანუ თქვენ ფორმას განიხილავთ - შინაარსი კი - „კურილკაა“... 

აი, გიფიქრიათ, რატომ არევასებათგრძელი პოსტების, პუბლიკაციების, ინტერვიუების კითხვა. რა, ყველა - „გრძელი სიტყვა რომ მოკლედ ითქმის“, - ამას აწვება? მაგრამ ეგ ხომ შაირზეა?  

აი, გიფიქრიათ, რატომ უყურებენ იმ შოუებს სადაც ან ჩხუბია, ან სხვისი პირადი ცხოვრება? - ესეც ფორმაა და იმიტომ.... „კაცო, იჩხუბონ, იდავონ, იბჟუტურონ - რეიტინგი დავდოთ და მაგათი დედაც...“ - ტელევიზიების დაუწერელი სლოგანია. ესენი - ანუიმათი დედაცტიპები - ტიპობენ და დებენ ამ რეიტინგებს. და ეს ტიპობაც ფორმაა. 

არა, PR-ზე არ ვსაუბრობ, არც სანახაობაზე. 

ფორმა საერთოდ სხვა რამეა. 

აი ფორმაა: აქ რომ თაღებია, 

სვეტთა შეკონება, 

ისე ნაგებია, 

სიზმრის გეგონება. 

აი, შინაარსი: 

ხვეულთ დიადება 

ვხედავ - რა უხვია, 

დრომ მას დიადემა 

კრძალვით შეუხვია. 

ნეტა ვინ მოჰქარგა, 

და როცა მოჰქარგა, 

შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა 

გზნება - ნიკორწმინდა! 

და, აი, არსი - სინთეზი: 

მაქვს მკერდს მიდებული

ქნარი, როგორც მინდა. 

ჩემთვის დიდებული 

სხივი გამობრწყინდა. 

მკვიდრად ააშენა, 

ვინაც ააშენა 

და ცით დაამშვენა 

დიდი ნიკორწმინდა. 

არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვეცი, ან რომელიმე მკითხველი ჩამოჰყვა აქამდე ამ ტექსტს კი, მაგრამ შევეცადე სახიერად ამეხსნა რას ვგულისხმობ.... 

არ ვაპირებ იმ მაგალითების მოყვანას, რომ ჩვენ კვლავ ჯიუტად ვაწვებით ფორმას და შეფასებებს სწორედ ფორმის ჩვენეული გააზრების კონტექსტში ვაკეთებთ. 

კიდევ ერთი მაგალითი - ფორმაა: „ქართული საგალობლებისიქსტის კაპელაშიდა დაწუნებული დარბაზი (მაყურებელი), ან ბგერა, ან ავტორი.... ვიღაცისთვის პირიქით, მოწონებული... 

შინაარსია: ქართული კულტურა ვატიკანში. 

სინთეზია: საქართველო ევროპაში! 

და ბოლოს, როდესაც ფორმის შეცვლა გინდა, ის შინაარსიანი ფორმით უნდა შეცვალო და არა ახალი - უშინაარსოთი, მით უფრო მახინჯით...

ამიტომაც ვამბობ - სახელმწიფოს სჭირდება იდეა და მერე სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცები, რომელებიც ამ იდეას ხორცს შეასხამენ. დამიჯერეთ ხშირად იდეის ავტორი, სულაც არ და ვერ იქნება მისი განმახორციელებელი. კარგი დრამატურგის კარგი პიესა, კარგი რეჟისორის გონიერი ნამუშევარი და კარგი მსახიობის კარგად შესრულებული როლია კარგი სპექტაკლი და თეატრი ზოგადად. ასე რომ... 

ჰო, ისე ნუ დაგავიწყდებათ - ამ წუთისოფლის თეატრსაც ჰყავს თავისი მაყურებელი, რომელმაც საკუთარ სახლში ვაჭრობა აკრძალა... არსი იყო მტავარი - აკრძალა, თორემ ვინ რას და რამდენად ბრჭყვალა ნივთებს ყიდდაა მანდ საჭიროს (შინაარსი), თუ ლამაზსს (ფორმა) ამას მნიშვნელბა არ ქონდა. 

იმანვაჭრომა აკრძალასაკუთარსახლში... 

რომ აგრძელებთ ეს ფორმაა... რატომ აგრძელებთ - შინაარსი, რომელზედაც არ ფიქრობთ.... არსი? ეჰ..

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა