კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კრიზისულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი ეროვნული მთავრობის შექმნაა-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 563 კრიზისულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი ეროვნული მთავრობის შექმნაა-პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში დეპოლარიზება იმის პროპორციულად დაიწყება, რა პროპორციითაც „ქართული ოცნება“ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებას დაიწყებს, რადგან დეოლიგარქიზაციის გარეშე და მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნების გარეშე პოლარიზება ვერ დაბრუნდება, – ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი ეროვნული მთავრობის შექმნაა.

როგორც მანჯგალაძე ამბობს, ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პუნქტები „ქართული ოცნების“ მონაწილეობით უნდა შესრულდეს და ჩაინიშნოს არჩევნები.

„კრიზისულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი ეროვნული მთავრობის შექმნაა. ტექნიკურ მთავრობაში ვინ უნდა შევიდეს, ეს სხვა მსჯელობის საგანია. ძალაუფლების განაწილებისთვის არავინ იბრძვის. „ქართულ ოცნებას“ ყვარყვარეს ფილოსოფია აქვს, რომ მათ მოსვლამდე იყო ბნელი, უკუნი და თუ არ იქნებიან, ისევ ბნელი და უკუნი იქნება. 12 პუნქტი „ქართული ოცნების“ მონაწილეობით უნდა შევასრულოთ და ჩავნიშნოთ არჩევნები. ვისაც ხალხი აირჩევს, იმან მართოს ქვეყანა. ტექნიკურ მთავრობაში ვინ უნდა იყოს, სახელი და გვარები გითხრათ? როგორ ფორმირდება მთავრობა კონსტიტუციაშიც არის ჩანაწერი. ამაზე მეტი კონსტიტუციაში არ წერია და გვარებს მე რატომ მთხოვთ? ცოცხალი დათვის ტყავის განაწილებას არ ვაპირებთ, როგორც კი, ხელისუფლება გადადგება, მათ შორის „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ახალი უმრავლესობა შეიკრიბება და მთავრობას ავირჩევთ. ხალხმა გადაწყვიტა, სომხეთში მთავრობის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფაშინიანი აირჩია, ასე მოხდა მოლდოვაშიც, როცა ოლიგარქი გაიქცა. რაიმე განსაკუთრებულს ვამბობ? სირაქლემას პოზიციაში ჩავდგე და ხალხს ვუთხრა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელზე კი გადაგვაგდო, მაგრამ ახლა 12 პუნქტს შეასრულებს-მეთქი?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა