კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლო კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა-ნინო ლომჯარია

ნახვები: 560 სასამართლო კლანის წევრებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა-ნინო ლომჯარია

კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

 

ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით არჩევასთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხაშურის, სენაკისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

 

„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რაზე არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებების და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა და ლომის წვლილი იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა არის სწორედ ეს ადამიანები, ეს პერსონები და მათი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ან უბრალოდ მართლაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ ყველაფერში ან უბრალოდ ამ პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი პერსონალური ინტერესები, გავლენები, ის უპირატესობები, რაც ამ კლანურ გავლენას მოაქვს მათთვის სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა