კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტექნიკური მთავრობა სამართლებრივად არის აბსურდი, რადგან არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 439 ტექნიკური მთავრობა სამართლებრივად არის აბსურდი, რადგან არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან-მიხეილ სარჯველაძე

ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არც ერთი თვალსაზრისით გამართლებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამართლებრივი თვალსაზრისით არის ნონსენსი და აბსურდი, რადგან არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან და ამ საკითხზე შემდგომი დისკუსია გამართლებული არ არის.

„ეს მოთხოვნა ქვეყნის საჭიროებას რამდენად ესადაგება? – კონსტიტუციურად დასაშვებიც რომ იყოს, ქვეყანაში ასეთი მოდელით პოლიტიკის განვითარება რამდენად გამართლებული იქნება? როცა სახელმწიფოს რეფორმების გატარებისთვის ექვსი თვე აქვს დარჩენილი და საზოგადოებას ასე დრამატულ სცენარებს სთავაზობ, ეს შეიძლება, თავად სახელმწიფოს საწინააღმდეგო იყოს. არანაირი არგუმენტი არ არის ერთის გარდა, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, არამედ მათსავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რომელთა მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლების ხელში აღება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა