კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი

ნახვები: 425 იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი

ნატო-ს მადრიდის სამიტი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნატო-ს გასაძლიერებლად, უფრო საფრთხისშემცველ და კონკურენტულ სამყაროში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ღიად გამოწვევის წინაშე აყენებენ საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა სამიტის გახსნისას განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, სამიტზე შეთანხმდებიან ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, მომავალი უსაფრთხოების გეგმაზე.

„ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას ძალების მეტი გაზრდით და უფრო ძლიერი შესაძლებლობებით. დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ალიანსი სათანადოდ არის შექმნილი უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე და გავაძლიერებთ პარტნიორობას ახლო სამეზობლოსა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიწვევის გზით.

ჩვენ მივიღებთ უკრაინის დახმარების უფრო ყოვლისმომცველ პაკეტს და გავაგრძელებთ ჩვენს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვის მიმართ, რათა უკრაინის გამარჯვება იყოს უზრუნველყოფილი. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს გვიერთდება და უკრაინელი ხალხის მამაცობა და შეიარაღებული ძალები მსოფლიოს შთააგონებენ. ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენ ვხვდებით გადამწყვეტ მომენტში. მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ეს საშუალებას მისცემს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შეინარჩუნონ ალიანსის სიძლიერე, ხალხის უსაფრთხოება და პარნიტორებთან სიახლოვე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა