კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს მეტროს ტურნიკეტებს, რომელიც მიახლოებისას იკეტება-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 452 ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს მეტროს ტურნიკეტებს, რომელიც მიახლოებისას იკეტება-ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა იყოს დიალოგები, ვიდრე რუსეთი თავად არ დაიწყებს ამ დიალოგის ძიებას.

„რუსეთი იზოლირებულ უნდა იქნას. არ უნდა იყოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, რომლის განადგურება თავად სურს. არ უნდა იყოს დიალოგები, რომელსაც აზრი არ აქვს, ვიდრე თვითონ არ დაიწყებს ამ დიალოგის ძიებას. მან თავად უნდა ეძებოს დიალოგი, შესაბამისად, მშვიდობა და რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მნიშვნელობა უნდა გადაიხედოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ საჭიროა მისთვის ადგილის პოვნა უსაფრთხოების საერთო სივრცეში.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს: ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდები, ტურნიკეტები იკეტება იქამდე, ვიდრე არ გადაიხდით. ნუთუ არ გადაიხადა უკრაინამ საკმარისად? ჩვენი წვლილი ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვაში ჯერ კიდევ არასაკმარისია? კიდევ რა არის მაშინ საჭირო?“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა