კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

TV პირველი: ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოში მიღებაზე ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ

ნახვები: 558 TV პირველი: ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოში მიღებაზე ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ

ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.

ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ტვ პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.

"ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი... წარმოგიდგენიათ, ამერიკის საელჩოს ეზოში ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება, შოკში ვარ", - თქვა ვატო წერეთელმა ტვ პირველის ეთერში. 

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე Facebook-ზე წერს, რომ გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო, ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

"ქართული ოცნების ლიდერები ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე გადავიდნენ. ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს სახეში თვითმხილველების თვალწინ გაარტყა. ინციდენტნი ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილთან ერთად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა. იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბექა ოდიშარია. შემთხვევა მოხდა თვითმხილველების თვალწინ. გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო, ტვ პირველის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ. ტვ პირველი სთხოვს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაასაჯაროოს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები. დანაშაული მოხდა, სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე", - წერს მელაძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა