კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - კზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში

ნახვები: 454 ვოლოდიმირ ზელენსკი - კზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში

კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 127-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, დაზვერვას და მფრინავებს, რომლებმაც ზმეინის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს.

„დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული ზმეინი. ამდენი ამ კუნძულზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრეთ, როდესაც იქ რუსული გემი ჩავიდა. შემდეგ გემიც სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძულიც თავისუფალია. მინდა, მადლობა ვუთხრა დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ალფას მებრძოლებს, ჩვენს არტილერისტებს, არმიის პილოტებს, „ალექსანდრიას“ მეთაურებს. კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში. ეს ჯერ არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ მტერი არ დაბრუნდება. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების მოქმედების შესაძლებლობას. ჩვენ თანდათანობით გავაძევებთ მათ ჩვენი ზღვიდან, ჩვენი მიწიდან და ციდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია დონბასში განსაკუთრებით მძიმეა და ყველა, ვინც ქვეყნის აღმოსავლეთში იბრძვის, გმირია.

„დონბასში სიტუაცია ძალიან მძიმეა. მტერი იყენებს მთელ თავის მარაგს, რომ ჩვენ დაგვარტყას – ლუგანსკსა და დონეცკში. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ასეთ სიტუაციაში იცავს ქვეყანას. ეს ნამდვილი გმირობაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი 800- მილიონ დოლარიანი პაკეტის გამოყოფისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიულოცა ჩეხეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარება საფრანგეთისგან და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას, რომ მათ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად უკრაინა დაასახელა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად იმუშავებს, რათა უახლოეს ხანში დაიწყოს მზადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა