კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჰომოფობიური ჯგუფები დაკავებული თანამოაზრეების მხარდამჭერ აქციას მართავენ

ნახვები: 382 ჰომოფობიური ჯგუფები დაკავებული თანამოაზრეების მხარდამჭერ აქციას მართავენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები. გამზირზე სამანქანო გზა გადაიკეტა. 

2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.

ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ. სწორედ ამ მიზნით იყვნენ შეკრებილები დაკავების დროსაც. 

დღეს რუსთაველზე გამოსულმა მოძალადეებმა თქვეს, რომ "თავიანთი ბიჭების გამოსვლას კიდევ ნახევარ საათს დაელოდებიან". 

პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადეების ნაწილი ადგილზე გვიანობამდე დარჩენას გეგმავს, მათი თქმით, "პრევენციის მიზნით", რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებამ რუსთაველზე არ გადმოინაცვლონ. თუმცა, მსგავსი რამ დაგეგმილი არ არის. Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელებმა მსვლელობის ჩატარებაზე უარი 2021 წლის 5 ივლისის გამო თქვა. ამ დღეს დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები, ჰომოფობიური და სხვა საფუძვლებით, ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და რიგით მოქალაქეებს, შესაბამისად, 18:00 საათზე დანიშნული მარში აღარ ჩატარდა.

2021 წელს ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა და მთელი პასუხისმგებლობა ლგბტქ უფლებადამცველ ორგანიზაციას დააკისრა, პოლიცია კი ადგილზე ძალიან მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა