კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა ნათელაშვილი - გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობისა და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად ვაშინგტონიდან ჩამოსულ მაღალჩინოსანს ჩვენი პარტიის დევნაზეც რომ გაემახვილებინა ყურადღება, მის მისიას ეს არ დაამცრობდა

ნახვები: 448 შალვა ნათელაშვილი - გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობისა და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად ვაშინგტონიდან ჩამოსულ მაღალჩინოსანს ჩვენი პარტიის დევნაზეც რომ გაემახვილებინა ყურადღება, მის მისიას ეს არ დაამცრობდა

გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად სპეციალურად ვაშინგტონიდან ჩამოვიდა ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდის პრეზიდენტი. მაღალჩინოსან სტუმარს, პატივცემული გეიპრაიდისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან მტკვივნეულ საკითხებზე საუბრის გარდა, ყურადღება რომ გაემახვილებინა „ლეიბორისტული პარტიის“ დევნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მის უაღრესად ეფექტურ მისიას ეს არ დაამცრობდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ უფლებების დაცვა საყოველთაოა და არა – შერჩევითი.

„კმაყოფილებით გაუწყებთ, რომ ამ დღეებში გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად სპეციალურად ვაშინგტონიდან ჩამოვიდა ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. ვიკიპედიის თანახმად, ეს ბატონი ახლახანს გათხოვილა კიდეც, რასაც მოგვიანებით, მაგრამ მაინც ვულოცავთ. ამასთან, მაღალჩინოსან სტუმარს გარდა პატივცემული გეიპრაიდისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან მტკვივნეულ საკითხებზე საუბრისა, ყურადღება რომ გაემახვილებინა „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვასთან და დევნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ნამდვილად არ დაამცრობდა ეს მის უაღრესად ეფექტურ მისიას. უფლებების დაცვა საყოველთაოა და არა შერჩევითი“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა