კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პროტესტის შემდეგ უზბეკეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყარაყალპაკეთის ავტონომიურობა არ გაუქმდება

ნახვები: 443 პროტესტის შემდეგ უზბეკეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყარაყალპაკეთის ავტონომიურობა არ გაუქმდება

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზიიოევმა ყარაყალპაკეთში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმებიდან პროვინციის ავტონომიური სტატუსის გაუქმების გეგმის ამოღებას აპირებს.

პარასკევს, 1-ლ ივლისს ყარაყალპაკეთში მოსახლეობამ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტა, რაც, მათ შორის, პროვინციის ავტონომიური სტატუსის გაუქმებას მოიცავს. 

პრეზიდენტმა მირზიიოევმა ასევე გამოსცა განკარგულება ყარაყალპაკეთში 1-თვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ „იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, დავიცვათ მათი უფლებები და თავისუფლებები და აღვადგინოთ კანონის უზენაესობა და წესრიგი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყარაყალპაკეთში, რომელიც უზბეკეთის ადმინისტრაციული ერთეულია, მათ შორის ეთნიკური უმცირესობები ყარაყალპაკი ხალხი ცხოვრობს, ვისაც საკუთარი ენა აქვს.

უზბეკეთის მოქმედ კონსტიტუციაში ყარაყალპაკეთი უზბეკეთის საზღვრებს შიგნით სუვერენულ რესპუბლიკადაა მოხსენიებული, რომელსაც შეუძლია, ქვეყანას რეფერენდუმით გამოეყოს.

უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი ვერსიის მიხედვით, რომელზეც ქვეყანაში მომდევნო თვეებში რეფერენდუმის გამართვა იგეგმება, ყარაყალპაკეთის სუვერენულობა ან ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლის უფლება აღარ იქნება ნახსენები

თუმცა მოსახლეობის ხისტი რეაქციის შემდეგ მირზიიოევმა გუშინ, ყარაყალპაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ პროვინციის სტატუსის შესახებ ცვლილებები დაგეგმილი რეფერენდუმიდან უნდა მოიხსნას.

ხელისუფლების თქმით, პოლიციამ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაშალეს, რაც აქტივისტებმა, რეგიონის დედაქალაქ ნუქუსში ადგილობრივი ხელისუფლების შენობებზე შტურმი სცადეს.

ყარაყალპაკეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ პარასკევს გამართული პროტესტის ლიდერები და რამდენიმე აქტივისტი დააკავა, ვინც მათ წინააღმდეგობას უწევდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაშავებულების  შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, ადგილობრივ ტელეგრამ არხებში ვრცელდება მასალა, რომლის მიხედვითაც, პოლიციის მიერ აქტივისტების დარბევას მსხვერპლი მოჰყვა.

ყარალაყპაკეთის ტერიტორიაზე მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა გასულ კვირას შეწყდა. პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სპონტანური დემონსტრაციები აკრძალულია. 

ყარაყალპაკეთთან დაკავშირებული ცვლილებები იყო უფრო დიდი საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი, რომელიც პრეზიდენტმა მირზიიოევმა წამოაყენა და რომელიც ასევე მოიცავდა სამოქალაქო უფლებების გაძლიერებას და საპრეზიდენტო ვადის 5-დან 7 წლამდე გაზრდას.

იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა დაგეგმილ რეფორმებს მხარს რეფერენდუმით დაუჭერს, მირზიიოევის საპრეზიდენტო ვადა ხელახლა აითვლება და მას კიდევ 2 ვადით შეეძლება პოსტზე დარჩენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა