კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი პესკოვი - ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ დადგება მოლაპარაკების ჯერი, მანამდე უკრაინელებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიგონ ჩვენი ყველა პირობა

ნახვები: 447 დიმიტრი პესკოვი - ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ დადგება მოლაპარაკების ჯერი, მანამდე უკრაინელებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიგონ ჩვენი ყველა პირობა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ვითარების დასამშვიდებლად ინიციატივებზე მოთხოვნა დასავლეთში შემცირდა, მაგრამ ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს და დადგება მოლაპარაკებების ჯერი, რომლის გამართვამდე კიევს მოუწევს „რუსეთის პირობების გაგება“.

„ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ დადგება მოლაპარაკების ჯერი, მანამდე კი უკრაინელებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიგონ ჩვენი ყველა პირობა, მათ ძალიან კარგად იცნობენ. დაეთანხმონ მათ. მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და უბრალოდ დააფიქსირონ ის დოკუმენტი, რომელიც ბევრ რამეში უკვე შეთანხმებულია“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, დასავლეთი ფსონს დებს კონფლიქტის გაგრძელებაზე და უკრაინას არ აძლევს საშუალებას, იფიქროს და ისაუბროს მშვიდობაზე.

„ახლა არის მომენტი, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ფსონს დებენ ომის გაგრძელებაზე. ეს ნიშნავს, რომ გრძელდება მომენტი, როდესაც დასავლეთის ქვეყნები, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, უკრაინელებს არ აძლევენ მშვიდობაზე არც ფიქრის და არც განხილვის უფლებას“, – აცხადებს პესკოვი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა