თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა -შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 533 სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა -შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დროა, პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს.

„დიდი ხანია, ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის. გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ ფაქტობრივად. ამიტომაც არის, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ ალბათ დროა, გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 2020 წელსაც იყო ჩართული გარკვეულ მანიპულაციებში, რომელიც პარალელური ხმების დათვლას ეხებოდა.

„ამ პროცესს ჩვენ ვხედავთ დიდი ხანია, მათ შორის 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა ეს, როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო მანიპულაციაში. შეგახსენებთ, ხმების პარალელური დათვლის მანიპულირებულ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში უმალავდა „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას, იცოდნენ, რა იყო ნამდვილი შედეგები და უმალავდნენ. შემდეგ, რვა თვის მანძილზე უმალავდნენ საზოგადოებას იმ უბნების სიას ან დასახელებას, სადაც განაცხადეს, თითქოს რვა პროცენტში იყო მეტობა. ვიდრე პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა და  იძულებული არ გახდნენ, წარმოედგინათ ეს სია, მანამდე არ წარადგინეს. როცა წარმოადგინეს ვნახეთ, რომ იყო ტყუილი, თითქოს უბნების რვა პროცენტში იყო მეტობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ბუნებრივი დასასრული იმ პროცესისა, რაშიც ისინი შესული იყვნენ, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. პრობლემა ის კი არ არის, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგი ჰქონდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, პრობლემა არის ის, როდესაც საქმე გვაქვს ფარსთან. როცა ამოფარებულია რაღაც სურათს, თითქოს ეს არის მიუკერძოებელი ორგანიზაცია, სინამდვილეში ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც საზოგადოებასთან და არც სამოქალაქოსთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა