კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის კოორდინაციისთვის პლატფორმას შექმნის

ნახვები: 580 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის კოორდინაციისთვის პლატფორმას შექმნის

ევროკავშირი ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის კოორდინაციისთვის პლატფორმას შექმნის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციას ესწრება.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, პლატფორმას გამოიყენებენ ინვესტიციების საჭიროების განსაზღვრისთვის, ქმედებების კოორდინირებისა და რესურსების განაწილებისთვის.

„ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა ფინანსური დახმარების სახით 6.2 მილიარდი ევროს მობილიზება მოახდინა და კიდევ მეტი იქნება. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით საშუალოვადიან და გრძელვადიან რეკონსტრუქციაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უკრაინის რეკონსტრუქციის კოორდინაციის პლატფორმა გააერთიანებს ქვეყნებს, ინსტიტუტებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას. პლატფორმის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან ორგანიზაციები, როგორებიც არიან, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

„რეკონსტრუქციის პლატფორმის საშუალებით ევროკომისიას შეუძლია, შესთავაზოს თავისი ფართო გამოცდილება პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც მოიცავს რეფორმებსა და ინვესტიციებს. ამასთან ერთად, ჩვენ დიდი ხანია, უკრაინასთან მჭიდროდ ვმუშაობთ. ეს მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება ახლა, როდესაც უკრაინა ფორმალურად გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და აქვს სტრატეგიული ინტერესი, რომ უკრაინის გვერდით იყოს.

„კრემლის მიზანია უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური განადგურება. მათ სურთ, ძირი გამოუთხარონ თავად უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლუგანოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა