თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 411 სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით.

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის რეკომენდაციას, რომელიც ითვალისწინებს ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების თავიანთ გადაწყვეტილებებში პროაქტიულად გამოყენებას. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოსთან ამ კუთხით თანამშრომლობისათვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებათა დაცულობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული სასამართლოს როლს ოკუპაციის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირების თვალსაზრისით. ამ კუთხით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი უკრაინაზე გაცილებით ადრე გახდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შემთხვევაში დაინტერესებულია, რომ რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე სრულად იტვირთოს და იგრძნოს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მასობრივი და უმძიმესი დარღვევების გამო, რაც რუსეთის მხრიდან სუვერენულ სახელმწიფოებზე განხორციელებულ თავდასხმას, სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციას მოჰყვა შედეგად.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა