კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ბიბისი“ - ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერის თანამდებობას შემოდგომამდე შეინარჩუნებს

ნახვები: 422 „ბიბისი“ - ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერის თანამდებობას შემოდგომამდე შეინარჩუნებს

ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შემოდგომამდე შეინარჩუნებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი განცხადებას დღეს გააკეთებს.

ამასთან, „დაუნინგ სთრითის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი უკვე ესაუბრა კონსერვატიული კომიტეტის თავმჯდომარეს, გრემ ბრედის და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

„პრემიერ-მინისტრი ესაუბრა გრემ ბრედის და დათანხმდა, დროულად დატოვოს თანამდებობა, რათა ახალი ლიდერი დაინიშნოს კონფერენციაზე ოქტომბერში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე. პროტესტი კი უკავშირდება სექსუალურ სკანდალს, რომლის გამოც ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა.

საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი 3 წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯინსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა