კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე ვსვამ კითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო-გრიგოლ ვაშაძე

ნახვები: 545 ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე ვსვამ კითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო-გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაუგებარია, როდესაც უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ სახელმწიფოში ირღვევა სანქციების რეჟიმი.

როგორც საქართველოს პირველ არხს გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ეს ორი ქვეყნის მოკავშირეობას არ შეეფერება.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოკავშირეებთან ყოველთვის სხვამს კითხვას, არათუ სანქციების დარღვევის ფაქტი, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვაშაძის თქმით, პასუხად კატეგორიულ არას იღებს.

„როდესაც ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვითომ ირღვევა სანქციების რეჟიმი, პუტინთან დაახლოებული პირები გვყავს, ამავე დროს, აბრამოვიჩი მამა აბრამის ბატკანია და საქმე არ აქვს პუტინთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენს მოკავშირეობას არ შეეფერება. ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე (მათი სადაზვერვო შესაძლებლობები საზოგადოებას მშვენივრად მოეხსენება) ვსვამ ერთ შეკითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას. ღმერთმა დაიფაროს, როდესაც იქნება, ამაზე ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე: „როგორ აისახება სანქციებთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე“, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორებს აინტერესებთ, როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს და არა პროპაგანდისტული განცხადებები.

„ეს ორი საკითხი გავყოთ. როგორც შარლ მიშელმა თავის ბოლო ინტერვიუში ბრძანა, ჩვენ გვაფასებენ იმ შედეგებით, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს პროპაგანდისტული განცხადებები მეგაფონით არავის აინტერესებს. აინტერესებთ ის, როგორ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს, რაც ასოცირების შეთანხმებით გვაქვს აღებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა