პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას თავი დაანებონ, მობრძანდნენ და ვისაუბროთ-გია ცაგარეიშვილი

ნახვები: 573 მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას თავი დაანებონ, მობრძანდნენ და ვისაუბროთ-გია ცაგარეიშვილი

ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მოსწონს თუ არა, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში 2024 წლის შემოდგომამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულების პროცესი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ წარმართული.

ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, ხელისუფლებასთან სასაუბროდ მივიდნენ.

„აქ სხვა პროცესი ვერ წარიმართება და რეკომენდაციების შესრულების პროცესი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ წარმართული. სწორედ ხელისუფლების მისამართით არის ევროკომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები და გიორგი ვაშაძემ რაც არ უნდა ტანზე შემოიხიოს, არ არის ხელისუფლება, ღმერთმა არ ქნას, ვერც იქნება ვერასდროს. ამიტომ, მოითმინონ, დაფიქრდნენ და ხელისუფლებასთან სასაუბროდ მოვიდნენ. პარლამენტში ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ, მაგრამ კოლეგებთან ყოველთვის ვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, ვიდრე ოჯახებში არ შემოგვივარდნენ თოფიანებით. ამიტომ, მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას თავი დაანებონ, მობრძანდნენ და ვისაუბროთ. მესმის, ჩვენი ხილვა არ მოსწონთ, ჩვენც არ გვეხატებიან გულზე, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ გვეხატება გულზე, ხომ გვიყვარს საქართველო, თუ გვძულს? თუ გვიყვარს, მაშინ მოვიდნენ და ვისაუბროთ. რაღაცაზე მოვრიგდებით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით და ხალხს ვუთხრათ ეს ყველაფერი, რაზე შევთანხმდით და რაზე – ვერა.

19 აპრილის ავადსახსენებელი შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა და შემდეგ ამის ანულირება მოხდა. ამ პროცესის ტორპედირება მოახერხეს და ამ პროცესში წვრილ-წვრილი თავის ჩრდილში მყოფი პარტიები ჩაითრიეს, რომ შეთანხმება ჩაეშალათ. რა მიიღეს შედეგად? – მივიღეთ, ისევ გაღრმავებულო პოლარიზაცია და მათი მარცხი. კრისტალიზაცია ხდება ვიწროპარტიულ ინტერესებზე, მაგრამ საყოველთაო ინტერესია, რომ  სიტუაცია განიმუხტოს და ერთად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა