კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში 12-ვე პუნქტი შესრულდება-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 567 ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში 12-ვე პუნქტი შესრულდება-ანრი ოხანაშვილი

ევროკომისიის 12 პუნქტი საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი თავისი კონკრეტული ნაბიჯებით. როგორც ჩანს, ამ ხალხს სურს, რომ 12 პუნქტს ერთი ახალი პუნქტი დაამატონ და ევროკომისიის 12 პუნქტი უნდათ, 13 პუნქტად გაასაღონ, რაც ასე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 12-ვე პუნქტის შესასრულებლად ინტენსიური მუშაობა დაიწყო.

„ჩვენი მხრიდან ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში 12-ვე პუნქტი შესრულდება და ამ მიზნით ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. ხალხი, ვინც ცდილობს, რომ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ბოიკოტი გამოუცხადონ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად ასოცირების დღის წესრიგი მოიპოვა, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ობიექტურად და დამსახურებულად მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის და არა ბოიკოტი „ქართული ოცნებისთვის“. თუ იმას იტყვიან, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ენდობიან, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რომ 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ჩვენი ინიციატივით ჩატარდა 2020 წლის არჩევნები ერთპროცენტიანი ბარიერით. ჩვენ გავატარეთ სწორედ „მოქალაქეებთან“ ერთად ამბიციური საარჩევნო რეფორმა. ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეს ენდობა ევროკომისია. პუნქტები რომ გაწერეს, ნდობა გამოუცხადეს ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ. შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია. ევროკომისიას საჭიროდ რომ ჩაეთვალა საკონსტიტუციო ცვლილებების გადმოტანა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი გადმოიტანა და ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არ გადმოიტანა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ბარიერს? ეს იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნია ევროკომისიამ, მოიაზრა და არ ჩაწერა? – ეს აბსურდია. საკონსტიტუციო ცვლილება რომელიმე პუნქტში მოიაზრა? – ვფიქრობ, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან და ეს შეურაცხმყოფელია ევროკომისიისთვის. ნახეთ, რას გვეუბნებიან, საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც მრავალპარტიული ჩართულობა სჭირდება და საარჩევნო ბარიერს უკავშირდება, თურმე ეს ევროკომისიამ რომელიმე პუნქტში მოიაზრა და ცალკე პუნქტად არ გამოყო მაშინ, როცა უფრო ნაკლები მნიშვნელობის საკითხები ცალკე პუნქტად გამოყო?“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა