Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში, ზოგიერთი ოპოზიციონერი დადიოდა და ეხვეწებოდა, მანქანა დამინიშნეო-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 576 პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში, ზოგიერთი ოპოზიციონერი დადიოდა და ეხვეწებოდა, მანქანა დამინიშნეო-ალეკო ელისაშვილი

ის ოპოზიციონერები, ახლა რომ იძახიან, თურმე სათოფეზე არ გაეკარებიან პაპუაშვილის კაბინეტს, მშვენივრად დაცუნცულებენ, როცა საკუთარი მატერიალური, ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად სჭირდებათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეტი სერიოზულობაა საჭირო, როცა საკითხი ეხება სახელმწიფოს.

„ჩემთვის აუხსნელი და გაუგებარია, ჩვენს პოლიტიკოსებში საბავშვო ბაღიდან გამოყოლილი ცუდი ზნე – არ დავჯდები, ამაზე არ ვილაპარაკებ, არ შევხვდები. ბოდიშს ვიხდი, დეტალების თქმა არ მინდა, მაგრამ როცა საკუთარი მატერიალური, ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად სჭირდებათ, ის ოპოზიციონერი დეპუტატები მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში. სწორედ ისინი, ახლა რომ იძახიან, თურმე სათოფეზე არ გაეკარებიან პაპუაშვილის კაბინეტს. საკითხი სახელმწიფოს ეხება და ნუ მაიმუნობენ, ცოტა სერიოზულობა გამოიჩინონ. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გვქონია და როგორც ჩანს, ამას ვერავინ ვიაზრებთ. თავისი პირადი ინტერესებისთვის კარგად დადიან და ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი. პაპუაშვილის კაბინეტში კარგად დაძვრებიან, ეს პირადი რაღაცები სჭირდებათ. ახლა გაახსენდათ, რომ პაპუაშვილთან შეხვედრა თურმე არ შეიძლება და კეთროვანია.

დადიან მატერიალურ-ტექნიკურ საჭიროებებზე, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩარიცხვა იმ დროზე, როცა არ დადიოდნენ და ბოიკოტში იყვნენ, ამოიღეთ დოკუმენტებით. ვის უნდოდა მანქანა? – არავის არ მისცა, მაგრამ ძალიანაც უნდოდა ზოგიერთ ოპოზიციონერს, დადიოდა და ეხვეწებოდა მანქანა დამინიშნეო. მაგაზე ხომ დადიოდნენ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა