კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვიდრე პოლიტიკური შურისძიება არ დასრულდება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ-ბექა ბასილაია

ნახვები: 572 მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვიდრე პოლიტიკური შურისძიება არ დასრულდება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ-ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური შურისძიება, ვიდრე პოლიტიკური შურისძიება არ დასრულდება, ვიდრე ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ასეთ ქვეყანას სტატუსს არ მისცემენ, შესაბამისად ეროვნული ამოცანაა მისი გათავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი იმავე პირობებში იმყოფება, როგორც რუსთავის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო და ასეთ ვითარებაში მისი განკურნება ვერ მოხდება. არის კლინიკის ჩვეულებრივ ერთ-ერთ პალატაში, თუმცა ფაქტობრივად იქაც არის ზუსტად იგივე რეჟიმი, რაც ციხეში და ციხის საკანში. იმ პირობებში, რა პირობებშიც მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ჯანმრთელობის პრობლემა და ეს პრობლემა დაკავშირებულია ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან, იმავე პირობებში მისი განკურნება ვერ მოხდება, მსგავსი შეფასება ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სამედიცინო წარმომადგენლისგან“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაგზავნა და სასჯელის გადავადება აუცილებელია.

„საქართველოში ნებისმიერ ვითარებაში ის იქნება პენიტენციური სისტემის ფარგლებში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ვივამედი“, რუსთავის მე-8 დაწესებულება, თუ რაიმე სარეაბილიტაციო ცენტრი, ზუსტად იგივე ვითარება იქნება, თავისუფლება შეზღუდული, ბადრაგის თანდასწრებით, შეჯავშნილი გისოსებიანი სივრცე. აქედან გამომდინარეა ჩვენი მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნეს საზღვარგარეთ, არა პენიტენციური სისტემის ფარგლებში, ბუნებრივია და სასჯელი გადაუვადდეს. ეს განპირობებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად ძალიან მძიმეა. ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ, სახეზეა.

მე როდესაც ბოლოს ვნახე მიშა, უშუალოდ, რამდენიმე თვის წინ და ახლა რომ ვნახე ორი კვირის წინ, ცა და დედამიწაა განსხვავება. ადამიანი ვიზუალური აღქმით ძალიან ცუდად გამოიყურება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგში ჩაერთონ.

„სასამართლომ შეიძლება ხელოვნურად მოინდომოს პროცესების გაწელვა, რომ მაქსიმალურად დიდხანს არ მიიღონ გადაწყვეტილება, შეიძლება თავიანთი პოტენციურად ფალსიფიცირებული ალტერნატიული დასკვნები მოიტანონ, რომლის მიხედვითაც შეიძლება თქვან, რომ კარგად არის, საღ-სალამათია, შეიძლება ესეც იკადრონ და ა.შ. ამის მონიტორინგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის ევროკავშირის მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, შალვა ხაჭაპურიძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ველოდებით იმედიანად“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა