კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სწორედ მთავრობამ უნდა წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 515 სწორედ მთავრობამ უნდა წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი-სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც კობახიძე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმასა და ოპოზიციის საბოტაჟზე საუბრობს.

 

კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძე ამბობს: „ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია დეტალური გეგმა, ობიექტურად არავითარი საბაბიც კი არ რჩება საბოტაჟისთვის, თუმცა აქაც ახერხებენ პროცესისა და ევროინტეგრაციის საბოტაჟს. ევროკავშირისთვის მთავარია პუნქტების აღსრულება. რა ფორმით მოხდება, ალბათ ეს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი. პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ოპოზიციაზე. მათი პასუხისმგებლობაა, ჩაერთვებიან თუ არა პროცესში“.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, სწორედ მთავრობამ უნდა წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი და პასუხისმგებლობაც მმართველ გუნდს ეკისრება.

 

„ირაკლი კობახიძემ ბრიყვული განცხადება გააკეთა, რადგან ევროინტეგრაციის პროცესი უნდა წარმართოს სწორედ მთავრობამ, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, რომელსაც სრული კონტროლი აქვს ყველა ინტიტუციაზე, მათ შორის პარლამენტში უმრავლესობა, რომ განახორციელოს ყველა ნაბიჯი, რაც არის საჭირო ევროკავშირის მოთხოვნების იმპლემენტაციისთვის. ოპოზიციას რომც უნდოდეს, საბოტაჟს ვერ გაუწევს ამ პროცესს. ამიტომ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიყვული განცხადება გააკეთა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას სამადაშვილმა ასევე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პანიკურად ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება.

 

„პაპუაშვილის განცხადება, თურმე ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლაა, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ პანიკურად ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ დღის წესრიგს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა