კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

ნახვები: 555 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გათავისუფლებულ იქნას თანამდებობიდან გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრეი იაროსლავის ძე მელნიკი“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ასევე, პრეზიდენტის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის ელჩები უნგრეთში, ნორვეგიასა და ჩეხეთში.

უკრაინული მედიის ცნობით, მელნიკი გერმანიაში უკრაინის ელჩი რვა წლის განმავლობაში იყო. მედიისვე ინფორმაციით, შესაძლოა, ანდრეი მელნიკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა