კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დასავლური პოლიტიკა მსოფლიოს დიდი ომის უფსკრულთან აახლოებს, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება-ალექსანდრ ლუკაშენკო

ნახვები: 440 დასავლური პოლიტიკა მსოფლიოს დიდი ომის უფსკრულთან აახლოებს, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება-ალექსანდრ ლუკაშენკო

დასავლური პოლიტიკა მსოფლიოს დიდი ომის უფსკრულთან აახლოებს, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან და უფროს ოფიცრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, მიმდინარე მოვლენები გადამწყვეტი ნაბიჯებია მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგისკენ, ამერიკული ჰეგემონიის გადალახვისკენ, რომელიც მხარს უჭერს ნეონაცისტურ იდეოლოგიას და ღიად ფაშისტურ რეჟიმებს არასასურველი ქვეყნების გარშემო.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის თავდაცვის გაძლიერების და „თავდაცვითი“ წვრთნების საფარქვეშ ნატო აყალიბებს ჯავშნის სისტემას, რომელიც აშკარად დაცვის მიზნით არ არის შექმნილი.

„როგორც ჩანს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახლად შექმნილმა „ჯვაროსნებმა“ მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ შესაფერისი მომენტი დადგა შემდეგი „აღმოსავლეთისკენ გადასროლისთვის“, დაივიწყეს, როგორ დასრულდა მსგავსი კამპანიები მათი ისტორიული წინამორბედებისთვის“, – განაცხადა ლუკაშნეკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთზე თავდასხმის სტრატეგიულ გეგმებს ამუშვებს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა