პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას-რასა იუკნევიჩიენე

ნახვები: 610 დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას-რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. განვითარებული მოვლენები, რომელიც ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია.

„ქვეყანა, საქართველო, მე ვიტყოდი, რომ ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, მე მათ დავეხმარები მათ ამის გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. სწრორედ ეს სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის ტყვეობაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ევროპარლამენტში მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, სადაც სანქციებია ნახსენები და არ შეწყვიტოთ ამაზე ფიქრი. ასევე, ყურადღებას ვაქცევ ევროკომისიას და სხვა ინსტიტუტებს ჩვენს რეზოლუციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რომ იყოს გათავისუფლებული და თავისუფალი, ღიად ვიტყოდი, კრემლის მსგავსი პოლიტიკოსებისგან. ეს ძალიან ეხმარება კრემლს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისგან შორს იყოს სამომავლოდ. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეები თავისით ცდილობენ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციების ორგანიზებას. მე ვხედავ ძალიან პოზიტიურ და ოპტიმისტურ მცდელობებს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისგან და ვფიქრობ, რომ ისინი შეასრულებენ საკუთარ სამუშაოს და ჩვენ ყველა ერთად შევიყვანთ ამ ხალხს ევროკავშირის ოჯახში ჩემ სიცოცხლეში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა