პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი XPRIMM - ის ორგანიზებულ დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაზე, მომხსენებელი იყო

ნახვები: 408 „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი XPRIMM - ის ორგანიზებულ დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაზე, მომხსენებელი იყო

„ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი XPRIMM - ის ორგანიზებულ დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაზე, მომხსენებელი იყო
20 მაისს, საერთაშორისო სადაზღვევო მედია კომპანიის (XPRIMM) ორგანიზებით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მესამედ ჩატარდა და მთლიანად ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას დაეთმო. ღონისძიება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე პანდემიის გავლენას, მიმდინარე წლის ტენდენციებს, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის გამოწვევებსა და ქართული სადაზღვევო სექტორის განვითარების გზებს მიეძღვნა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი „ჯიპიაი ჰოლდინგის „ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე იყო, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი : „იქედან გამომდინარე , რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ყველაზე დიდი წილი გვიჭირავს, რა თქმა უნდა ყველაზე კარგად ვხედავთ ცვლილებებს, რომელიც ამ ბაზარზე კოვიდის შედეგად გაჩნდა. პანდემიის გამო, ზოგადი ეკონომიკური ფონი გაუარესდა, შესაბამისად ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ვაწყდებით არის, მოულოდნელი ინფლაცია ჯანდაცვის სფეროში. კლიენტებთან ვაფორმებთ ერთწლიან ხელშეკრულებას, რომლის პირობებსაც მთელი წლის განმავლობაში არ ვცვლით, თუმცა ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე გვაქვს საკმაოდ ძლიერი ინფლაცია რის გამოც იზრდება მკურნალობის ,სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების ფასები. აქედან გამომდინარე გქონდეს მისაღები ფასი დაზღვევაზე, იყო კონკურენტუნარიანი და ამავდროულად კომპანიამ მიიღოს მოგება ეს დღეს ძალიან დიდი გამოწვევაა. „
კონფერენციის მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში სადაზღვევო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრეს. ლომაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელს ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სტაბილური პროდუქტი იყო, დაზღვევის შეძენის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, სამედიცინო მომსახურების მიღება კი მკვეთრად იყო შემცირებული. თუმცა მისივე თქმით წელს უკვე ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. როგორც ლომაძემ აღნიშნა, დაზღვეულებმა კვლევები პანდემიის და უსაფრთხოების გამო უბრალოდ გადადეს, ამ დროისთვის კი მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რაც ბაზრის სტაბილურობისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა.
საქართველოს დაზღვევის რიგით მე-3-ე საერთაშორისო კონფერენციას 15 ქვეყნის 150-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიება პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა. საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია სადაზღვევო ბაზრისთვის ყველაზე მაღალი დონის პლატფორმაა და ეფექტური საშუალება ბიზნესთან დაკავშირებული შეხედულებების გასაცვლელად, ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, IT პროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრთა გაზიარებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა