4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლევან იოსელიანი - როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის, ვადის გადაწევამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას

ნახვები: 496 ლევან იოსელიანი - როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის, ვადის გადაწევამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას

ვადის გადაწევაში ცუდი არაფერია. ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანმა შეაფასა ევროკომისიის წარმომადგენელის განცხადება,სადაც  მიხაელ რუპი ამბობს: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ.

როგორც იოსელიანი ამბობს, მალე გავა დრო, იქნება ეს ექვსი თვე თუ წელიწადი და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

„როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის და ეს ვადა გამოყენებული უნდა იყოდ წნეხისთვის. ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაზეც ექვს თვეში ვერ შევძლებთ შეთანხმებას, ერთ წელში მასზე შეთანხმების ალბათობა ცოტა მეტია, მაგრამ გარანტია არ არის, რომ ერთ წელში ყველაფერზე შევთანხმდებით. მგონია, რომ ექვს თვეში ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რაც 30 წელში ვერ მოვაგვარეთ. „ქართული ოცნების“ განცხადებებმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური ფორმა მიიღო და ეს დასავლეთში ჩვენს მეგობრებს აშფოთებთ. ეს განცხადებები მარტო ოპოზიციისთვის კი არ არის მიუღებელი, მათ მხარდამჭერებსაც კითხვის ნიშნებს უჩენთ, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც პროდასავლური პარტია და დღემდე ასე პოზიციონირებს.

არ ვთვლი, რომ ვინმე საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს და განსაკუთრებით ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ვინც მთელი 30 წლის მანძილზე გარანტი იყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის. „ქართული ოცნება“ დღეს აჯერებს ამომრჩეველს, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, საქართველოში დაიწყოს ომი, რაც აბსოლუტური სიბრიყვეა და ამ გაზავნილის ხშირი გამეორება აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ევროპის, ევროკავშირის და ნატო-ს სხვა ალეტნატივა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა