4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ

ნახვები: 237 4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებს – მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას – საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.

სასამართლო სხდომაზე ოთხივე მსჯავრდებულმა წარდგენილი ბრალდება აღიარა და საპროცესო შეთანხმების პირობებს დაეთანხმა.

„ვაცნობიერებ სამართლებრივ შედეგებს, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს სასჯელის სახით 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადონ, ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობით სასჯელად ჩაეთვლებათ.

შეთანხმების შედეგად, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია – 6 ნოემბერს, ხოლო გური ჟვანია – 16 ნოემბერს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი განაჩენით, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას კი – 5-5 წლით.

ზოდელავასა და ბერიძეს ბრალად ედებოდათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მურთაზ ზოდელავას დამატებით ბრალი წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლითაც.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად ოთხივე მსჯავრდებულს თავდაპირველად შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა