კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

უკრაინის პირველი ლედი - ენტონი ბლინკენის პოზიცია, რომ სუვერენული უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია

ნახვები: 582 უკრაინის პირველი ლედი - ენტონი ბლინკენის პოზიცია, რომ სუვერენული უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, ენტონი ბლინკენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენული, დამოუკიდებული უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბლინკენმა ოლენა ზელენსკას უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა.

უკრაინის პირველი ლედის ინფორმაციით, ის აშშ-ში ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება, რომელიც უკრაინაში მაისში იმყოფებოდა.

სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, 20 ივლისს ოლენა ზელენსკა კონგრესში სიტყვით გამოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა