გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვლადიმერ პუტინი - უნდა შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი

ნახვები: 788 ვლადიმერ პუტინი - უნდა შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ სირიელმა ხალხმა საკუთარი განვითარების გზა საგარეო ჩარევის გარეშე განსაზღვროს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსმა ლიდერმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოესი მომავლის ამოცანაა, შევთანხმდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა ხელი შეეწყოს სირიის შიდა, ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს. ანუ, პრაქტიკაში განვახორციელოთ ჩვენი შეთანხმება, რომ შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი. ფაქტობრივად, სწორედ ამისთვის წამოიწყო ჩვენმა სამმა სახელმწიფომ 2018 წელს, სოჭში, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა