ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ნახვები: 240 ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანიების „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, სარჩელი ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ სიუჟეტებში ბერა ივანიშვილის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხება, რომელსაც მოსარჩელე ცრუ და ცილისმწამებლურად მიიჩნევს. ივანიშვილი სასამართლოსგან აღნიშნული ცნობების უარყოფასა და ცილისწამებად აღიარებას მოითხოვს.

„გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერებისა და მსგავსი საფუძვლების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს“, – განაცხადა ასათიანმა.

მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ტელეკომპანიის, პოლიტიკოსისა და საჯარო პირის მხრიდან კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, რომელიც მის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას აზიანებს.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბერა ივანიშვილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერია, პოლიტიკურ საქმიანობაში არ მონაწილეობს და მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს სამართლებრივი გზით დაუპირისპირდება.

„ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. მისი უფლებაა, ასეთ განცხადებებს სამოქალაქო სამართლებრივი გზით დაუპირისპირდეს და იმ ადამიანებმა, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს ცილისმწამებლური განცხადებები, პასუხი აგონ“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა