ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს
პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მიიწვიეს
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”
სტუდენტების პროტესტი გრძელდება
USA at OSCE: Like Stalin, Putin attacking Ukraine's agriculture
To change war dynamics, powerful deterrents needed - Ukraine at OSCE
Russia launched medium-range ballistic missile, U.S. helped Ukraine prepare - White House
Zelensky reacts to Putin's statement: This is escalation in scale of war and cynical violation of UN Charter

უპრეცედენტო ღალატის საქმე - კითხვები, რომელსაც არ სვამენ

25.07.2022 ნახვები: 1516

სად არის გარანტია, რომ სწორედ ამ წუთას, იოსებ (სოსო) გოგაშვილის, ან მისი არაკეთილსინდისიერი მიმდევარის მიერ გატანილი დოკუმენტების საფუძველზე, არ აშანტაჟებენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს?

---

რასაც ქართული მედია და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის ირგვლივ აკეთებენ ეს გახლავთ უდიდესი მავნებლობა და სახელმწიფოს - მთავრობაში არ შეგეშალოთ, წინააღმდეგ მიმართული მოქმედება.

სოსო და ციანიდი

თუ ვინმეს სურს გოგაშვილის ირგვლივ კვანძის რეალურად გახსნა დასვით კითხვა და თუ თავად გოგაშვილი მიიჩნევს, რომ არის სისტემის მნგრეველი, დაჯდეს და მოჰყვეს - ვისი შეკვეთით დაიგეგმა „ციანიდის საქმე“? ვინ იყო მთავარი ფიგურანტი და „მეკავშირე“ ამ საქმეში საპატრიარქოს მხრიდან? როგორი იყო მისი როლი ამ საქმეში და თავად რატომ იყო უკმაყოფილო იმით, რომ საბოლოოდ აღმოჩნდა - დეკანოზი პატრიარქს არ კლავდა?!

ახლა კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო კითხვა მინდა დავსვა, რომელსაც გვერდს უვლიან არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, არამედ ანალიტიკოსებიც და დაინტერესებული პირები: - ხომ არ გახლდათ „ციანიდის საქმე“ სწორედ რუსეთის ინტერესების რეალიზება, რუსეთის დაკვეთა? აბა, გაიხსენეთ - დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს 2017 წლის 10 თებერვალს. მეუფე შიო, სრულიად არაკანონიკურად (ამის მიზეზებზე, ერთ-ერთ ვერსიაზე, რატომ გააკეთა ეს პატრიარქმა მართვა-გამგეობის დებულების დარღვევით, ვწერდი ჯერ კიდევ 2017 წელს) მოსაყდრედ გამოარჩიეს 2017 წლის 23 ნოემბერს.

აბსოლუტური აბსურდია იმის მტკიცება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების რეიტინგებს ზომავდნენ და ამის წარმოჩენა სენსაციად. ისე, თუ ზომავდნენ სად არის დოკუმენტები - შედეგები? ვინ ჩაატარა ველი? ვინ შექმნა საბოლოო დოკუმენტი?

ეკლესია და „აგენტები“

ბატონებო, ყველას აქვს უფლება საკუთარი თავი წარმოაჩინოს გონიერად, ან სულაც ბრძენად, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცას ძალიან სურს ქართული საზოგადოების დაბოლება, არ ვაპირებ იდიოტის მანტია მოვირგო.

საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ლამის ორი მესამედი პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და შესაბამისად რუსულ სპეცსამსახურებთან. ადამიანებს, რომლებსაც ზაგორსკის "ვერბოვკის ლაგერში“ გამოცდები წარმატებით აქვთ ჩაბარებული და ერთმანეთს ასწრებენ რუსეთისათვის ინფორმაციების მიწოდებას, მოსკოვიდან ან პეტერბურგიდან ვინმეს მოვლინება რაში სჭირდებათ?

აი, აგენტებს რომ ეძებთ, ეგეც ცალკე თემაა. უფრო უარესი გვჭირს და ვერ გაიგო ქართულმა საზოგადოებამ - ეს ადამიანები იდეოლოგიურად არიან მიბმულნი რუსეთს. უმეტესი მათგანი ანგარების გარეშე, რაც მერწმუნეთ ბევრად საშიშიშია, ვიდრე გადაბირებული ან ჯამაგირიანი აგენტი.

ამის მიუხედავად, ცალკე ის იძახოთ, რომ შიო „აგენტია“, ცალკე შორენას პოლკოვნიკობაზე ისაუბროთ შიგა და შიგ და ამ დროს, სოსო გვაბოლებდეს, რომ თურმე "შეცვლა" უნდოდათ აგერ  - ახლა და ვერ მოახერხეს, კარგით რა....

და რა? რისთვის? როცა უნდოდათ და ეს ესაკითხი მომწიფდა, სწორედ მაშინ გათამაშადა „ციანიდის საქმე“. მერე... მერე სხვა რეალობა შეიქმნა...

ახლა დავფიქრდეთ - რა არ შეუსრულა რუსეთს ჩვენმა პატრიარქმა და სად გაუწია წინააღმდეგობა? ტიტული ჩამოართვეს (!) ცხუმ-აფხაზეთის და ბიჭვინთის მიტროპოლიტის და ეგეც კი არ გაუპროტესტებია არც მას და არც ქართულ სამღვდელოებას.

რა, ასე ღრმად მოხუცი, თან დისკრედიტირებული და ამის მიუხედავად გამორჩეული ავტორიტეტის მქონე პატრიარქი, უფრო მისაღები არ იყო და არის რუსეთისთვის?

რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები აქვს გადასაწყვეტი რუსეთს საქართველოს ეკლესიაში და ვერ აგვარებს, როდესაც პირდაპირ მართავს მას? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ტომოსს დღემდე კითხულობს ვინმე და ამის შიში აქვს რუსეთს?

ჩხარტიშვილის ქეისი სრულიად სხვა შინაარსისა და ამასაც ცოდნა უნდა.

რუსეთმა რაც შეიძლება არ აპატიოს, ან გაბრაზებული იყოს პატრიარქზე, სწორედ ის გახლავთ, რომ „ციანიდის საქმის“ სპეცოპერაციის მერე, ალფეევის მოთხოვნა, რომელიც უფრო შანტაჟი იყო, შიოს გამორჩევაზე, კანონიკის დარღვევით განახორციელა. განა, ამით შიოს სამომავლო გაპატრიარქება ეჭვქვეშ არ დააყენა? თუმცა, აქვე არ არიან სათადარიგო მოთამაშეები - მეუფე ანდრია, მეუფე გერასიმე (საგარეო საქმეთა „მინისტრი“, რომელსაც „გარეთ“ მხოლოდ რუსეთში სცემენ პატივს), მეუფე დანიელი, დიმიტრი თუ სხვანი და სხვანი?

როდესაც საპატრიარქო (ბოდიში მომითხოვია რამდენიმე მართლაც კეთილსინდისიერ ადამიანთან) ღიად არის გრუ-ს ფილიალი საქართველოში, ვისი კვალის ასარევადაა საჭირო მოსკოვიდან ან პეტერბურგიდან დაინტერესებულ პირებზე აპელირება?

მაგ "მივლინებულებმა", სოსომ და მისმა პატრონებმა რომ იციან, იმდენი დავიწყებული აქვს მხოლოდ შორენა თეთრუაშვილს. აქაც ასაკის პრობლემა არ იყოს, ყოველ დღე გექნებოდათ მასტერკლასი, რაც ისედაც არ გაკლიათ ამ უაღრესად გონიერი ქალბატონისგან.

ეკლესია და კრებსები

კრებსები? უკვე გამოქვეყნებული კრებსები - პირველივე აქცენტი სასულიერო პირებზე - ეკლესიის სასარგებლო იყო? და რა სასარგებლო ეფექტი მოიტანა ამ კრებსებმა გარდა ამ ინსტიტუციის და მისი საჭეთმპყრობელისთვის მიყენებული ზიანისა? და გოგაშვილი ამბობს, რომ უყვარს და თავს იკლავს პატრიარქისთვის? თუ ესეც „ციანიდის საქმის“ გაგრძელება გახლდათ, რომ პატრიარქი ახლა მაინც უნდა წასულიყო? რაზე ჭორაობდა საზოგადოება - სექსზე, იმაზე ვინ ვისთან იწვა და არა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და თუნდაც სამშობლოს ღალატის აშკარა ფაქტებზე, რომელიც თვალნათლივ იკითხებოდა ცალკეული პირების ქმედებებში. მაგრამ ეს აქ წაიკითხეს და დაინტერესდა ჩვენი ბიდლო მხოლოდ სექსით - რა წაიკითხეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა და სად ნახეს სუსტი რგოლი, მოწყვლადი ადამიანები, ეს არავის აინტერესებს არა?

სოსო და სახელმწიფო უსაფრთხოება

ზუსტად ვიცი, შინაგან რწმენაზე და ლოგიკაზე დაყრდნობით, რომ იოსებ გოგაშვილი არ გახლავთ არსენა ოძელაშვილი.... იგი ყველა ვითარებაში - მასზე ზემოქმედებდნენ, თუ მისმა სიხარბემ დაღუპა - არის დამნაშავე ათასობით ადამიანის და სახელმწიფოს წინაშე.

რა კვაზი სისტემაც უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ბერკეტია და ჩემი თუ თქვენი სექსის გარდა, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაც არის დაკავებული.

გოგაშვილმა და მისმა პატრონებმა კი მთლიანად სისტემის გარეშე დატოვეს სახელმწიფო და ამით უდიდესი ზიანი მიაყენეს მას.

ჩვენ შესაძლოა, ვივარაუდოთ, თუმცა დადასტურებულად არასოდეს გვეცოდინება - ვინ ჩაუშვა მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი.... კომუნისტებმაც კი შეძლეს საკუთარი უგვანო ქცევების დაარქივება და ადამიანების შთამომავლები ერთმანეთთან დაპირისპირებას მოარიდეს. სოსომ და მისმა პატრონებმა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიეს და სახელმწიფო განაიარაღეს. რა სამწუხაროა, ამ ზიანს რომ ვერ ხვდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა.

ახლა კითხვა მაქვს: დამეთანხმეთ, გოგაშვილს მხოლოდ მაგ კრებსებთან არ ჰქონდა წვდომა. წვდომა ჰქონდა უფრო მნიშვნელოვან დოკუმენტებთან და სად არის გარანტია, რომ ეს დოკუმენტები არ არის გადაცემული სხვა - პირველ რიგში მტერი სახელმწიფოსთვის?

სად არის გარანტია, რომ გოგაშვილმა რუსეთს (გნებავთ სხვა სახელმწიფოს) არ გადასცა ქართველი აგენტების სიები, რომლებსაც წლების განმავლობაში ზრდიდა სისტემა და ისინი ქართულ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან საკუთარი სიცოცხლის ფასად?

სად არის გარანტია, რომ გოგაშვილმა მტერ სახელმწიფოს არ მიაწოდა ინფორმაციები საქართველოს პოლიტიკური კურსის რეალიზებისთვის გადადგმული კონკრეტული ქმედებებისა და კონტაქტების შესახებ?

როგორია გოგაშვილის როლი ანაკლიის ან სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში?

სოსო და მავნებლობა

კარგით, დავუშვათ, რომ ეს არ გააკეთა გოგაშვილმა. ვინმე მომცემს იმის გარანტიას, რომ სადაც სუსი-ის უფროსის მოადგილე საიდუმლო დოკუმენტებს ლამის დეზერტირების ბაზარში ყიდის და მისი ფასი უკვე 20 თეთრსაც არ აღემატება (მაინც ყიდვა-გაყიდვა აღმოჩნდა მისი კრედო), ამ უწყების რომელიმე არაკეთილსინდისიერი და ხარბი თანამშრომელი, სწორედ იმ დოკუმენტებს, რაც ზემოთ ვთქვი, არ მიჰყიდის მტერ სახელმწიფოს (გნებავთ მეგობარს), ან უკვე არ მიჰყიდა, სოსოს პრეცედენტის გათვალისწინებით?

მართლა ვერ ხდება, რა უდიდესი საფრთხის წინ დააყენა სახელმწიფო ან უკვე რეალიზებულია ეს საფრთხე?

არა, მთლად ეგრეც არ გახლავთ საქმე, რომ გოგაშვილს რაღაცები არ ესმის და სწორედ, რომ ესმის ეს ბადებს უამრავ თანმხლებ ეჭვს სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი მოქმედების შესახებ და ეკლესიის, არჩევნების და სხვა თემები უფრო მნიშვნელოვანის გადასაფარავად ხომ არ ჟონავს?

ხვდებით რა ზიანის წინაშე დააყენა ქვეყანა?

ახლა მითხარით - სად არის გარანტია, რომ სწორედ ამ წუთას, გოგაშვილის ან მისი არაკეთილსინდისიერი მიმდევარის მიერ გატანილი დოკუმენტების საფუძველზე არ აშანტაჟებენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს?

სად არის გარანტია, რომ ჩვენი აგენტურული ქსელი ჯერ კიდევ ქმედუნარიანია და ადამიანები საფრთხის წინაშე არ დგანან, ან უკვე არ გატარდა მათ მიმართ სათანადო ქმედებები?

არაფერს ვამბობ „კრებსების“ მიერ მორალურად დანგრებულ ადამიანებზე, ოჯახებზე, პიროვნულ ტრაგედიებზე....

და ამ ფონზე, ეს კაცი გინდათ გმირად გამოიყვანოთ?

ეს კაცი გინდათ გამოიყვანოთ ივანიშვილის ხელისუფლების დამამხობელ რობინ ჰუდად?

დიახაც, მან ნებისმიერი უცხო ქვეყნის, მათ შორის მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ იმუშავა როგორც მოსყიდულმა/ დაშანტაჟებულმა პირმა ან სასარგებლო იდიოტმა (ეს „ტიტული“ პატივია მისთვის)... 

სახელმწიფო უსაფრთხოება და საფრთხე

ახლა მითხარით - ამ ვითარებით სრულიად დემორალიზებულმა სუს-ის თანამშრომელმა როგორ უნდა იმუშაოს უწყებაში? თუ, არ გვჭირდება სახელმწიფოს უსაფრთხოება? ზუსტად ვიცი, ამასაც იფიქრებს და ამის მტკიცებასაც დაიწყებს ბევრი, რომ არ გვჭირდება. მათ შეუძლიათ ირწმუნონ, რომ გოგაშვილი და მის პატრონები გმირები არიან.

სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება, არ და ვერ ფიქრობს იმ ზიანზე, უფრო სწორად ვერ აფასებს, რაც ამ სპეცოპერაციის (!) შედეგად მიადგა სახელმწიფოს.

სახელმწიფო შეიძლება არსებობდეს პარლამენტის, მთავრობის გარეშეც კი - ლოკალური პერიოდი ან ფორმალურ-ფასადური მოცემულობის პირობებში, მაგრამ სახელმწიფო სპეცსამსახურის გარეშე სახელმწიფო არ გახლავთ.

მე ვერ ვიქნები გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე. რადგან ამ შემთხვევაში არც პოლიტიკურ კონიუნქტურას ვექვემდებარები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბევრი სიკეთე და საქმე აქვს მისი სამშობლოსთვის გაკეთებული, ვიტყვი ძალიან ცუდ რამეს - გოგაშვილი და არა მხოლოდ ის, არამედ მისი პატრონებიც, ისე უნდა დაისაჯონ, რომ არასოდეს, არც ერთ შემდგომ ეპოქაში, არავის მიეცეს სახელმწიფოს უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენების უფლება.

მე რომ ახლა სუს-ის უფროსი ვიყო, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენდი სამსახურის სრული რეორგანიზაციის პროექტს და ხვალვე დავიწყებდი პირველ რიგში უწყების საკადრო წმენდას და მის ფორმირებას საერთოდ სხვა მოდელით. 

მთავარი კითხვა

და ისევ, მთავარი კითხვა, რომელიც ადრეც გავაჟღერე: ვისი რეკომენდაციით დაინიშნა სოსო გოგაშვილი ჯერ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო შემდეგ სუს-ის უფროსის მოადგილედ? სად არის ახლა მისი რეკომენდატორი? როგორია მისი პასუხისმგებლობის ტვირთი და სწავლობს თუ არა ვინმე რეკომენდატორის მოტივებსა და საქმიანობას ამ წლების განმავლობაში? რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გოგაშვილის (აქ გვარს ნომინალური მნიშვნელობა აქვს) ქეისი, არის უპრეცედენტო ქართული სახელმწიფოსთვის, თუ მან და მის უკან მდგომმა პერსონებმა ჯერაც შეგვატოვეს სახელმწიფო.

და ბოლოს...

მოკლედ ასე - მესმის ქართველ პუბლიკას კითხვა ეზარება. მე სხვაგვარი კომუნიკაციის საშუალება არ მაქვს. ტელევიზიებში - ზოგან საპატრიარქოს მითითებით ვარ აკრძალული და ზოგან კიდევ სარედაქციო და პარტიული დღის წესრიგებიდან აცდენის - ანუ მეტწილად განსხვავებული და კრიტიკული პოზიციის გამო, ამიტომ ასე მიწევს თქვენთან კომუნიკაცია.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა