გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი რაც უფრო მალე დაუბრუნდება ნორმალურ კალაპოტს, მით უკეთესია-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 479 ოპოზიციური პარტიების ნაწილი რაც უფრო მალე დაუბრუნდება ნორმალურ კალაპოტს, მით უკეთესია-მიხეილ სარჯველაძე

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცდილობს, რამენაირად გაამართლოს საკუთარი ძალიან მძიმე შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ძალიან კარგად ხვდებიან, ამ კამათში მათ მიერ დაშვებულ მწარე შეცდომას და ახლა ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინონ.

„ევროპარლამენტარებმა დეპოლარიზაცია გვთხოვეს და სახეზეა მათი დემარში, რადგან მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ერთობლივ მუშაობას არ შემოუერთდნენ და ამისთვის ბევრი მიზეზი მოიგონეს, რომელთაგან არც ერთი არ იყო ვარგისი საიმისოდ, რომ მათი გადაწყვეტილება გამართლებულიყო, რომ დესტრუქციული როლი შეესრულებინათ. მეჩვენება, რომ ძალიან კარგად ხვდებიან, ამ კამათში მათ მიერ დაშვებულ მწარე შეცდომას და ახლა ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინონ. სამწუხაროდ, ამ მიზნის მისაღწევად კადრულობენ ისეთ რამეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – შვებულება არც დაგეგმილი გვქონია და თავად სანამ მუშაობას დაიწყებდნენ, მანამდე გეგმა გვქონდა უკვე დადებული მუშაობის, რომლის შესრულება დავიწყეთ. ამ გეგმას ვერ ეწევიან და შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ ისინი ვინმეზე მეტს მუშაობენ, შეჯიბრი არ გვაქვს გამოცხადებული, ეს არ არის ოლიმპიური თამაშები, სადაც ვინმემ რაღაც აქტივობა უნდა აჩვენოს. ეს პროცესი ოლიმპიურ თამაშებს იმ თვალსაზრისით ჰგავს, რომ მთავარი მონაწილეობაა და არა შედეგები, რასაც თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობენ. რაც უფრო მალე დაუბრუნდებიან ნორმალურ კალაპოტს, მით უკეთესია. მათი მხრიდან შეცდომის აღიარება საშიში არ არის“, – განახცადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა