ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

კახა კალაძე - რა შუაშია პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან

ნახვები: 816 კახა კალაძე - რა შუაშია პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან კავშირში არ არის.

კალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

„რა შუაშია პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან. მას ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, რისთვისაც სასჯელს იხდის. ასევე, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა