ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

წლის ბოლოს უნდა ავირჩიოთ ომბუდსმენი, კანდიდატი თანაბრად მისაღები უნდა იყოს უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის-პაპუაშვილი

ნახვები: 510 წლის ბოლოს უნდა ავირჩიოთ ომბუდსმენი, კანდიდატი თანაბრად მისაღები უნდა იყოს უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის-პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომავალი სახალხო დამცველი შერჩეული უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია პროცედურის შედეგად და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამაც.

მისივე თქმით, კანდიდატი ან ომბუდსმენი ყველასთვის თანაბრად მისაღები უნდა იყოს.

„ომბუდსმენის საკითხს რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენ წლის ბოლოს უნდა ავირჩიოთ ომბუდსმენი. ძალიან ცხადად ვთქვით, რომ პირველ სექტემბრამდე იქნება ოპოზიციისთვის ისეთი პროცედურის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი შეარჩევს, თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის. 90 ხმა არის საჭირო. ჩვენ ცალკე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ამიტომ, საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა.

კანდიდატი თანაბრად მისაღები უნდა იყოს როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის და არა ისე, რომ ოპოზიციამ ან სხვა ჯგუფებმა აიძულონ უმრავლესობა, მხარი დაუჭიროს მათ კანდიდატს. ეს დემოკრატიის ნაწილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო და თანხმობა, ჩვენ შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატი იყოს ყველასთვის. პროცედურა უნდა იყოს ღია, იყოს განხილვები და რაღაცამდე უნდა მივიდეთ.

განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც უკვე თავისი კანდიდატები შეიძლება, ჰყავს, ჩვენ ჩვენი კანდიდატები არ გვყავს. ჩვენ ვამბობთ, რომ კანდიდატი ან ომბუდსმენი უნდა იყოს თანაბრად მისაღები ჩვენთვისაც და მათთვისაც. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც იქნება მათთვის მისაღები. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ ისეთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით რაც საჭიროა, არჩეულ იქნას ადამიანი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ყველასთვის. შესაძლოა, 100-პროცენტიანი თანხმობა არ არსებობდეს, 150 დეპუტატი არ იყოს მომხრე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის თანაბრად მისაღებობას, მათ შორის პროცესის გამჭვირვალობას. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ნაბიჯებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როცა წარადგენენ, მაშინ გახდება ცნობილი. „როცა წარვადგენთ, მაშინ გახდება ცნობილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა