გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლის აღების შესახებ იუწყება

ნახვები: 479 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლის აღების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლის აღების შესახებ ავრცელებს ცნობას.

უწყების განცხადებით, ოპერაცია „ანგარიშსწორების“ ფარგლებში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს „გირჰგიზისა და სარიბაბას სიმაღლეები და სხვა მნიშვნელოვანი დომინანტური სიმაღლე მცირე კავკასიონის მთათა ჯაჭვის, ყარაბაღის ქედის გასწვრივ“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია, სამხედრო ნაწილზე განხორციელდა ავიაიერიში იუხარი ორატაღის დასახლებაში, რის შედეგადაც განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, ასევე რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალები

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა