დონალდ ტუსკი - საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით
იაგო კაჭკაჭიშვილი - როცა გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს?
მიხეილ სააკაშვილი - ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება
თინა ბოკუჩავა - დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია
პროკურორი განმარტავს, რატომ არ მოხდა აქციაზე დაკავებული 20 წლის მათე დევაძის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება
ბორჯღალოსნები 6 წლის შემდეგ ტონგას წინააღმდეგ ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩზე
ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს
პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მიიწვიეს

საქართველო და რუსული მიგრაცია

05.08.2022 ნახვები: 1399

ოთხთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, საქართველოში ისევ აქტუალური გახდა რუსი ემიგრანტების საკითხი. ამჯერად თემის გაცოცხლებას ხელი შეუწყო რუსი ბლოგერის როგორც მინიმუმ, უპასუხისმგებელო გამოხტომამ , რომელიც მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ რუსული სიმღერის შესრულებაში გამოიხატა.

რა თქმა, უნდა, მას არ შეუსრულებია „კატიუშაან რომელიმე რუსი იმპერიალისტი-ავტორის სიმღერა - მან იმღერა ცნობილი და მტკიცე ანტიპუტინისტის იური შევჩუკის კომპოზიცია, რომელიც თავად ავტორმა არაერთხელ შეასრულა თბილისში. ეს შემარბილებელი, მაგრამ არა გამამართლებელი გარემოებაა - ჯერ ერთი საქართველოში ბევრმა არც იცის, და არც არის ვალდებული იცოდეს ვინაა შევჩუკი, მეორეც - დღევანდელ ვითარებაში ნებისმიერი რუსული სიმღერის შესრულება ქუჩაში არის არასასურველი და ზედმეტი ემოციების გამომწვევი. მაშინაც კი, როდესაც სიმღერის ავტორია ისეთი უაღრესად პატივსაცემი პიროვნება. როგორც იური შევჩუკი.

თუმცა, ეს მხოლოდ დეტალია, იმ დიდ პრობლემაში, რომელსაც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეთა მასობრივი მიგრაცია. ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებულია ჩვენში ადამიანების შეხედულებები პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებზე,

ადამიანები, რომლებიც გუშინ აღშფოთებულები იყვნენ „ბათუმის გათურქებით“ და იმითაც, რომ „პლეხანოვზე გასვლა შეუძლებელი“ - დღეს ხმას არ იღებენ იმაზე, რომ ბათუმის ე,წ. „გათურქება“ არაფერია დღევანდელ „გარუსებასთან შედარებით“. საწყალი თურქები ბათუმში საერთოდ არ ჩანან, ისინი უკიდეგანო სლავურ ზღვაში სრულიად დაიკარგნენ.

მეორეს მხრივ, ისინი, ვინც ანტითურქულ, და ანტიაღმოსავლურ კამპანიას პრორუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობად მიიჩნევდნენ - სრულიად სამართლიანად, დღეს ერთი-ერთში იმეორებენ თავიანთ მოწინააღმდეგეთა რიტორიკას - „ქუჩაში ვერ გავდივართ,. იმდენი რუსია ირგვლივ“. „ხვალ ჩაგვყლაპავენ და საქართველოს დაისაკუთრებენ“.

თეზისები დეტალებამდე მეორდება - „არაბები თავხედურად იქცევიან და ქართველებს ჩაგრავენ“. დღეს ჩაანაცვლა მისმა ტყუპისცალმა „რუსები თავხედურად იქცევიან და ქართველებს ჩაგრავენ“, და ეს იმის მიუხედავად, რომ რეალურ ცხოვრებაში არც არაბების და არც რუსების განსაკუთრებული თავხედობა და ადგილობრივი მოსახლეობის აბუჩად აგდება არავის უნახია - ყოველ შემთხვევაში, მასიურად.

პირველ რიგში, ყველა მხარე უნდა შეეგუოს ერთ რამეს - თუნდაც მინიმალური განვითარების პირობებში, ნებისმიერი მსხვილი ქალაქი აუცილებლად შეიცლის სახეს. მოგწონთ თუ არა თურქებიც ჩამოვლენ, არაბებიც, ირანელებიც, რუსების და ბელორუსებიც. ეს ნებისმიერი განვითარებული მეგაპოლისის ხვედრია. ლონდონი არაა ინგლისი, ნიუ-იორკი არაა ამერიკა, პარიზი არაა საფრანგეთი და 10-15 წელიწადში ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც არც თბილისი იქნება მთლად საქართველო.. დღეს თუ არა ხვალ თბილისი და ბათუმი გახდებიან მრავალეროვანი, კოსმოპოლიტური ქალაქები და ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.

ჩვენ ვცხოვრობთ თბილისში, რომელიც ააშენეს სპარსებმა, სომხებმა, გერმანელებმა და რუსებმა, ან ბათუმში, რომლის სრულიად ევროპული არქიტექტურაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ქალაქის იერსახეზე ქართველებზე მეტად სხვა ეროვნებები ზრუნავდნენ. საქართველო თავის სახეს კი არ კარგავს - არამედ იბრუნებს - ერთად-ერთი პერიოდი, როდესაც თბილისი ვიწროეროვნულ ფენომენად იქცა - საბჭოთა პერიოდი იყო, მანამდე თბილისი მუდამ გამორჩეოდა მრავალფეროვნებით.

რაც შეეხება კონკრეტულად რუსებს. სულ რამდენიმე შეკითხვა მაქვს. ვინ აზიანებს საქართველოს მეტად - რუსი პროგრამისტები, თუ ქართველი უსაქმურები, ძველი ბიჭები, სხვადასხვა ნაირსახეობის პრორუსები და ზიზღით გავსებული რელიგიური ფანატები?

ვინ ჩაუდგება სათავეში რუსულ დამსჯელ ზონდერბრიგადებს, როდესაც ისინი პროდასავლური აქტივის განადგურებას დააპირებენ, როგორც ეს ბუჩაში იყო - რუსი პროგრამისტები თუ ქართველი ალტ-ინფოები და მორგოშიები?

ჩემი, როგორც საქართველო ევროპული განვითარების მომხრისთვის - ვინაა მტერი - პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსი ახალგაზრდები, თუ ქართველი რუსეთუმეები, ქურდები, და „მეტადონშიკები. რომლებიც ქვეყანას შიგნიდან ღრნიან?

რაც შეეხება თეზისს „პუტინი მათ გამოიყენებს აგრესიისთვის“. ჯერ კიდევ ვერ ხედავთ რომ 24 თებერვალს დასრულდა დალოცვილი ეპოქა, როდესაც პუტინს აგრესიისთვის რაიმე საბაბი სჭირდებოდა? ანდა სულაც ასე რომ იყოს - საბაბად შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე პროვოკაცია - მაგალითად, ერთი რუსის მკვლელობას, ამისათვის სულ არაა საჭირო 100 000 რუსი, საკმარისია ერთი. ყველა გავაგდოთ, არც ტურისტები არ შემოუშვათ?

რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების ზედმეტად მარტივ გზებს ხომ არ ვეძებთ? იქნებ უკეთესია შევამციროთ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ექსპორტი რუსეთში, იქნებ მოვახერხოთ ხორბლით საკუთარი თავის უზრუნველყოფა თუნდაც 50%, და არა დღევანდელი 10%-ით? იქნებ ვისწავლოთ ისეთი, არც თუ დიდად რთული და მაღალტექნოლოგიური საქმე, როგორც მზესუმზირის ზეთის წარმოება? რაო, ეს ყველაფერი ძალიან რთულია, და მოდით დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე ადვილია - დავჩაგროთ დაუცველი ადამიანები, რომლებიც არც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდებათ, და არც თავისას?

ორი რუსეთი არ არსებობს, არსებობს ერთი რუსეთი და ისაა იმპერიალისტური. ეს ცხადზე ცხადია, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ყველა გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 10-15% მკვეთრი ანტიპუტინისტია. შესაძლოა მათ შორის ბევრს იმპერიული ნოსტალგია აქვს, თუმცა ის ძირითადად ემოციური მხარით შემოიფარგლება და არანაირად არ ამართლებს იმპერიალიზმს რეალურ პოლიტიკაში.

ბოლოს და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ მიგრანტებს შორის დიდი ნაწილია ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებსაც ხვალ-ზეგ, როგორც ჩანს რუსეთში გარდაუვალი მობილიზაცია შეეხება. ჩვენთვის, როგორც უკრაინის მეგობრისთვის ცხადი უნდა იყოს - რაც მეტი იქნება რუსი ახალგაზრდა თბილისში და ბათუმში (ალმაატაში, რიგაში, ტალინში, ვილნიუსში), მით ნაკლები იქნება ჯარისკაცი დონბასზე..

ბოლოს და ბოლოს სწორედ რუსი მიგრანტების წყალობით დღეს დოლარი 2,7 ლარი ღირს, და არა 4. საქართველოს მოსახლეობა 2 კვირაში 100 000-ით გაიზარდა და ეს არის განათლებული, შეძლებული საშუალო ფენა, კრეატიული კლასის, რომლის აღზრდასაც საქართველოში ათწლეულები დასჭირდებოდა - ჩვენ კი ის მივიღეთ მუქთად, 1 კვირაში ყოველგვარი დაძაბვის გარეშე. ჩვენ მივიღეთ იმპერიის საუკეთესო კადრები, რუსეთის მომავალი, რომელმაც ის თავისი ნებით დაკარგა.

რუსეთს ეს ემიგრაცია შეასუსტებს, ჩვენ კი გაგვაძლიერებს, რუსი მიგრანტები არათუ არ უნდა გავაგდოთ, არამედ დავაბათ სადმე ისე, რომ აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხონ.

ავტორი: თენგიზ აბლითია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა